სიახლეები
სიახლეები

მშობლების აზრით, ის, რაც სკოლაში ხდება, მხოლოდ სკოლის საქმეა - გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა
23-12-2018
-
+


შვილის მხარდაჭერა და დახმარება, განათლების მიღების კუთხით, მშობლის ერთ-ერთ მოვალეობად მიიჩნევა. 

მიუხედავად იმისა, რომ გარეოს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, მშობლები ორივე სქესის მოზარდისთვის განათლების მიღებას საჭიროდ მიიჩნევენ, გენდერის კუთხით მნიშვნელოვანი სხვაობები მაინც გამოვლინდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: რამდენი მეცადინეობაა საკმარისი თითოეული სქესის წარმომადგენლისთვის, როგორ უნდა გადანაწილდეს დრო მეცადინეობასა და საოჯახო საქმეებს შორის, რომელი პროფესიები შეესაბამება ამა თუ იმ სქესს და სხვა. 

ზოგიერთ ოჯახში, ბიჭი შვილები უფრო ჭკვიანებად ითვლებიან, ვიდრე გოგონები, შესაბამისად, მათგან უფრო მაღალ აკადემიურ მოსწრებას მოითხოვენ. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ გოგონებს არ შეუძლიათ კომპლექსურ აკადემიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებით ჩართვა. აღზრდის კუთხით, ამგვარ დამოკიდებულებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს მოზარდი გოგონების აკადემიური მოსწრება და განვითარება.

კვლევის განმავლობაში გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გოგონებში წახალისებული არ ყოფილა ისეთი პროფესიების არჩევა, როგორიცაა მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა. 

„უმრავლესობა ოჯახებში, თუ გოგონა ამბობს, რომ სკოლაში ფიზიკაში 10-იანი მიიღო, ყველა მშობელი ბედნიერი იქნება მისი წარმატებით. მაგრამ, თუ გოგონამ თქვა, რომ მას სურს ფიზიკოსი გამოვიდეს, შესაძლოა დიდი წინააღმდეგობა შეხვდეს, რაც გამომდინარეობს სულელური სტერეოტიპიდან, თითქოს გოგო არ უნდა გახდეს ფიზიკოსი. რადგან ფიზიკოსობა და მეცნიერება რთული პროფესიებია და კაცებისთვისაა, რადგან კაცებს „ყველაფრის დაძლევა შეუძლიათ“ და სხვა მსგავსი პატრიარქალური შეხედულებები“.

მშობლების წარმოდგენით, განათლების მიღება, კარიერა და ფინანსური დამოუკიდებლობა ურთიერთდაკავშირებულია. არის შემთხვევები, როდესაც დედები შვილებს მოუწოდებენ სწავლისკენ, რათა მომავალში კარიერა და საკუთარი შემოსავალი უზრუნველყოფილი ჰქონდეთ; სამწუხაროდ, ყველა მშობელი და სასწავლო დაწესებულება არ ავლენს სურვილს, დაეხმაროს ბავშვებს განათლების მიღებაში, თუკი მას სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აღენიშნება. ერთ-ერთი მონაწილის თანახმად, მათ, ვისაც სწავლის სირთულეები აქვს, ნაკლებ საშინაო დავალებას აძლევენ. როგორც მშობლები, ისე სკოლის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ასეთ ბავშვებს არ აქვთ სწავლის უნარი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე, რომელიც შეიძლება „დანებდეს“ და მეტი მუშაობით აღარ შეეცადოს შედეგების გაუმჯობესებას. შესაძლოა, მოზარდს სწავლის გაგრძელება სურდეს კიდეც, მაგრამ ასეთი დამოკიდებულების გამო, გადარჩენის ალტერნატიულ გზებს დაუწყოს ძიება.

ასევე გამოვლინდა, რომ აღზრდის განსხვავებული სტილი აქვთ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების მშობლებს. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი მშობლები გვიანი მოზარდობის პერიოდში მყოფ თავიანთ შვილებს ნებას რთავენ და ხანდახან აქეზებენ კიდეც, რომ მათ სწავლის ნაცვლად მუშაობა დაიწყონ. 

„მამაჩემმა მითხრა, რომ ჩემი მასწავლებელი ურეკავდა ჩემი ცუდი საქციელის გამო, და რომ ყელში ამოუვიდა. მეუბნებიან, რომ კიდევ ერთი წელიც გავაგრძელო და შემდეგ შემიძლია მივატოვო სკოლა (და ვიმუშაო)“.

რიგ შემთხვევაში, მოზარდები ზეწოლას მშობლების მხრიდან ნიშნების გამო განიცდიან, რადგან მათ სჯერათ, რომ სკოლაში წარმატება მოზარდის მომავალი წარმატების საფუძველია. ზოგი მშობელი მოზარდის სწავლის „წასახალისებლად“ იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა დასჯა, მობილური ტელეფონის წართმევა, დაჯილდოება ჯიბის ფულით ან ინტერნეტის დამატებითი დროით. ზოგადად, მშობლები ნაკლებად მონაწილეობენ სკოლის საქმეებში. მათი აზრით, ის, რაც სკოლაში ხდება, მხოლოდ სკოლის საქმეა.

ასევე იხილეთ: მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას - გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პედაგოგების საყურადღებოდ - გაკვეთილის ეფექტურ დაგეგმვასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

აუცილებელია თუ არა ბარბარობას ლობიანის გამოცხობა, არის თუ არა ნამდვილი ბედობა და როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარებმა პედაგოგი და მშობლები სიამაყით აავსეს

მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის ხელმძღვანელები - იზა ხარატიშვილი და ხათუნა გორგოძე

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება