სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გრანტისა და მობილობის წესში ცვლილებაა - იხილეთ კანონი
07-12-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა.

ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება) ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით ან/და მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა.

კანონში განისაზღვრა, სტუდენტისათვის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის, დაწესებულებაში შიდა მობილობის, ასევე დაწესებულებებს შორის მობილობის საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა (გარდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გაცემული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა) და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანისა და სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის შემთხვევაში მასზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესი და პირობები.

იხილეთ კანონის სრული ვერსია


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება