სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობა იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც მიმიღია“ – „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ვინაობა ცნობილია
06-12-2018
-
+


„ეტალონის“ მორიგმა ინტელექტ-ჩემპიონატმა, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა, „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაკა გულორდავა, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, მურმან წოწორიამ საგანმანათლებლო სივრცეში „ეტალონის“ როლზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი მოსწავლეების ცოდნისა და განათლების დონის გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც აღვიძებს მოსწავლეებში მოტივაციას, ისწავლონ მეტი და იყვნენ წარმატებულნი.

„ბედნიერი ვარ, იმით რომ ჩემს მუნიციპალიტეტს აქვს მეგობრული ურთიერთობა „ეტალონთან“, რომელიც ნამდვილად სამაგალითო და საამაყო პროექტია. ის მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონსა“ და ბატონ გოჩას, რომლებიც ამდენი წელია, მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნავს“. 

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მაკა გულორდავამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანმანათლებლო პროექტების მიმართ მოსწავლეების ინტერესზე ისაუბრა.

დღევანდელი დღე ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ნამდვილად არის განსაკუთრებული. ეს არის არა მხოლოდ ცოდნის დღესასწაული, არამედ ქართული გენისა და ნიჭის ზეიმიცაა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს მოსწავლეებს ძალიან უყვართ საგანმანათლებლო კონკურსები და „ეტალონი“, პედაგოგებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებს გაუჩნდეთ მოტივაცია, ისწავლონ მეტი და მიაღწიონ წარმატებას. მინდა, მივულოცო მიღწეული წარმატება „მარტვილის ეტალონ მოსწავლეს“, ნოღის საჯარო სკოლიდან და ვუსურვო მას, ასევე წარმატებული ყოფილიყოს ის ჩემპიონატის ფინალზეც“. 

ემოციური იყო „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენა მისი სკოლის, ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. იოსებ პერტაიას მათემატიკის მასწავლებელმა, ირაკლი დამენიამ წარმატება მიულოცა მოსწავლეს.

„ძალიან მიხარია იოსების დღევანდელი წარმატება. საამაყოა რომ სკოლაში გვყავს ასეთი აზროვნებისა და განათლების ახალგაზრდა თაობა. ჩვენს მოსწავლეებში ძალიან მაღალია მოტივაციის დონე, ისინი ყოველთვის დიდი მონდომებით ემზადებიან „ეტალონისთვის“ და დარწმუნებული ვარ, იოსების მაგალითზე სკოლის ბავშვები უფრო მეტ სურვილს გამოამჟღავნებენ სწავლისა და წარმატების მიმართ. „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ ძალიან ნიჭიერი ბიჭია. კიდევ ერთხელ ვულოცავ და მეტ წარმატებას ვუსურვებ მას“.

„მარტვილის ეტალონი მოსწავლის" სტატუსი ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლემ, იოსებ პერტაიამ მოიპოვა. მან „ეტალონის“ ჩემპიონატში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა და საკუთარი წარმატებისთვის მადლობა სკოლის მასწავლებლებს გადაუხადა.

„არ შემიძლია ახლა რამე გითხრათ. დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია, ცრემლებიც კი წამომივიდა. ეს არის ყველაზე მაგარი შეგრძნება და მთელი გულით ვურჩევ ყველას ისწავლონ მეტი, მიიღონ მონაწილეობა და გამოსცადონ წარმატება. წელს „ეტალონში“ პირველად მივიღე მონაწილეობა და მგონი, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც მიმიღია. ჩემს წარმატებაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის მასწავლებლებს და მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის“.

შეჯიბრის გამარჯვებულმა „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

მაისში სკოლებისა და ბაღების დასვენების დღეები ცნობილია

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

მასწავლებლის  გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მართვისთვის - რა მონაცემები უნდა შევამოწმოთ ელექტრონულ ჟურნალში 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება