სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ძლიერი ქარის შედეგად საქართველოში 18 სკოლა დაზიანდა 
03-12-2018
-
+


ძლიერი ქარის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე 18 სკოლა დაზიანდა. მათ უმეტესობას სპორტული დარბაზის სახურავები აეხადა. თითქმის ყველა სკოლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, თუმცა როგორც სკოლის წარმომადგენლები etaloni.ge -სთან საუბრისას აცხადებენ, წვიმის შემთხვევაში დაზიანებულ ტერიტორიაზე წყლის ჩამოსვლის საშიშროებაა. 

დაზიანებული სკოლების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. როგორც უწყებაში აცხადებენ, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა შემადგენლობით, დასავლეთ საქართველოში სამინისტროს  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა, რომლებიც სკოლების ვითარებას სწავლობენ და სამუშაოებს ადგილზე ასრულებენ.  

მათ მიერ უკვე შესწავლილია ზუგდიდის №7, №1, №5,  ზუგდიდის  სოფლების - ზედა ეწერის, ორსანტიის და  კახათის №1, წალენჯიხის №2 და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის №2 საჯარო სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

სპეციალისტთა ჯგუფი სამეგრელოსა და იმერეთის, კერძოდ სამტრედიის №3, სამტრედიის სოფელ მელაურის, საჩხერის სოფელ შომახეთის,  ქუთაისის №6, ვანის სოფელ ზეინდარის, თერჯოლის სოფელ ქვედა სიმონეთის №1, აბაშის №1, მარტვილის სოფელ ბანძის და სენაკის სოფლების ნოსირის და ძველი სენაკის საჯარო სკოლებს დაათვალიერებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც მარტვილის სოფელ ბანძის საჯარო სკოლის დირექტორმა, დონალდ ძაგანიამ etaloni.ge-სთან საუბრისას განცხადებით, სტიქიამ სკოლის სპორტული დარბაზის სახურავი დააზიანა და ეზოში მდგარი ასწლოვანი ნაძვები მოგლიჯა.

„დაზიანებულია სპორტდარბაზის სახურავი, მისი ნაწილი გადამძვრალია. განათლების სამინისტროდან იყვნენ წარმომადგენლები და ზარალის ანაზღაურებას დაგვპირდნენ. სწავლა შეუჩერებლად მიმდინარეობს. ასევე, დაწყებითი სკოლის ეზოში მოგლეჯილია ასწლოვანი ნაძვის ხეები“, - გვითხრა დირექტორმა.

საჩხერის სოფელ შომახეთის საჯარო სკოლის წარმომადგენლის, პაატა ტალახაძის თქმით, დაზიანებულია ასევე სპორტული დარბაზის სახურავი, თუმცა ამის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება.

„დაზიანებულია სკოლის სპორტული დარბაზი. მისი სახურავის ნაწილი აწეული და დაზიანებულია, იმდენად რომ ნალექის დროს წყალი ჩამოვა. სხვა მხრივ ზიანი არ მოგვდგომია და სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება“,- განაცხადა ტალახაძემ. 

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, ვენერა ივანიშვილის განცხადებით, სკოლამ მრავალგვარი დაზიანება მიიღო.

„სკოლას აქვს „შიფერის“ სახურავი, რაც წესით არ უნდა ეხუროს. ქარის შედეგად ეს სახურავი გადაძვრა, ნაწილის შეკეთება შევძელით, თუმცა, ნაწილი ისევ ღიაა. ასევე „შიფერის“ ნაწილი გადააძრო დამხმარე შენობას, ჩაიმსხვა სპორტული დარბაზის ფანჯრის მინები. დაზიანდა სკოლის წინ მდებარე ფარდული, რომლის ჭერიც არის პლასტიკატის და ქარის შედეგად მისი ნაწილი ჩამოიყარა, ასევე საპირფარეშოში ჩამოყრილია ჭერის ნაწილი. მიუხედავად ამისა სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა და სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლაში იყვნენ სამინისტროს წარმომადგენლები და დაგვპირდნენ ახალ სახურავს, თუმცა როდის იქნება არ ვიცით“, - გვითხრა ვენერა ივანიშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება