სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, ინტერვიუ

რა შემთხვევაშია სახიფათო თუ ბავშვი გამოგონილ პერსონაჟთან „მეგობრობს“
28-11-2018
-
+


ბავშვები ფანტაზიის უნარით უფროსებს ხშირად აკვირვებენ. მათთვის ხშირ შემთხვევაში დამახასიათებელია არამხოლოდ რომელიმე ცნობილი პერსონაჟის მიბაძვა, არამედ, გამოგონილ არსებებთან „მეგობრობა“. რა ასაკამდეა ეს ბუნებრივი ქცევა და როდის ხდება ის ბავშვისთვის სახიფათო? Etaloni.ge-ს ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი ესაუბრა.

- რას ნიშნავს, როცა ბავშვები რომელიმე პერსონაჟთან აიგივებენ თავს?

- ბავშვებს საკუთარი თავის პერსონაჟებთან გაიგივება თვითგამოხატვაში ეხმარებათ, ასევე უვითარდებათ ფანტაზია. მაგალითად, მულტფილმის გმირების განსახიერებით ისინი ხშირად საკუთარ აზრს გამოხატავენ, თუმცა ისე აკეთებენ, თითქოს ამას ესა თუ ის პერსონაჟი ამბობს.

- რამდენად სახიფათოა ეს და რა სირთულეები შეიძლება მოყვეს?

- ხშირად მშობლებს ეშინიათ რომ მაგალითად „ბეთმენის“ ან „ადამიანი ობობას“ განსახიერების დროს ბავშვი რამეს დაიზიანებს. მშობელმა თავისი ამ შფოთვის გამო ბავშვს ამ გმირების როლის თამაში არ უნდა აუკრძალოს, არამედ,   უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნას, რომ ბავშვმა რაიმე არ დაიზიანოს. თუკი რაიმე ინციდენტს აქვს ადგილი, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამ გმირების გავლენით მოხდა. ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურად განიხილება და თუკი მშობელი რაიმე საეჭვოს ამჩნევს, სასურველია სპეციალისტს მიმართოს.

- არის თუ არა ბუნებრივი, როცა  ბავშვი თავისივე გამოგონილ პერსონაჟთან „მეგობრობს“?

- გარკვეულ ასაკში (3-4  წელი)  ეს ნორმაა და  ცუდს არაფერს არ ნიშნავს.  ბავშვებს, რომ   ფანტაზია უვითარდებათ და  სოციალიზაციის მოთხოვნილება უჩნდებათ, ამ დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ, თუკი ასაკის მატებასთან ერთად ფანტაზიაში არსებული მეგობრები რეალურმა მეგობრებმა არ ჩაანაცვლეს, მაშინ შესაძლოა ეს მდგომარეობა  სირთულეზე მიუთითებდეს, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და დახმარება სჭირდება.

- როდის არის სახიფათო ბავშვის მიერ გამოგონილი პერსონაჟი ბავშვისთვისვე?

- პერსონაჟების დახმარებით ბავშვები საკუთარ თავს გამოხატავენ. თუკი ბავშვი პერსონაჟის მიბაძვით საფრთხეში ვარდება, მაშინ ეს შესაძლოა აღვიქვათ როგორც პრობლემა. ეს ფანტაზიები ადრეული სასკოლო ასაკის დადგომამდე (5 წლამდე)  უნდა დასრულდეს. თუმცა მაინც უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ბავშვის ფსიქო-ემოციური და ფიზიკური განვითარების ინდივიდუალურობა, მათი ცხოვრებისეული გამოცდილება და ყველა შემთხვევასთან ინდივიდუალური მიდგომა შევინარჩუნოთ.

- შესაბამისად, თუ ეს საჭირო გახდა და თავად არ დაანება თავი, როგორ გადავაჩვოთ ბავშვი პერსონაჟების გამოგონებას, სხვების მიბაძვას და დავაბრუნოთ რეალურ ცხოვრებაში?

- ამას მშობელი დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს და აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. ამიტომ კონკრეტული რეკომენდაციის გაცემა დაუშვებელია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება