სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, რთულდება თუ არა დავალებები
30-01-2017
-
+


სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, რთულდება თუ არა დავალებები?  

CAT-ის პროგრამის მუშაობის პრინციპია, რომ ყოველ ეტაპზე მოსწავლეს შეურჩიოს ისეთი დავალება, რომელზე პასუხიც მაქსიმალურ ინფორმაციას მოგვცემს მისი უნარის შესახებ.  

ამ „მაქსიმალურად ინფორმატიული“ დავალების შერჩევისას პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე პარამეტრს, მათ შორის მოსწავლის უნარის მიმდინარე შეფასებას, დავალების სირთულეს და დავალების დისკრიმინაციას.  

დისკრიმინაციის პარამეტრი გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგად ასხვავებს დავალება მიმდინარე შეფასებაზე მაღალი და მასზე დაბალი უნარის მქონე მოსწავლეებს ერთმანეთისგან.  

ხანდახან ხდება ხოლმე, რომ მოსწავლეს უმჯობესია მიეცეს ისეთი დავალება, რომელიც მიმდინარე შეფასებასთან შედარებით უფრო რთული ან უფრო მარტივია, მაგრამ მაღალი დისკრიმინაციიდან გამომდინარე შეფასებას მისი შესაბამისი სირთულის დავალებებზე უკეთესად აზუსტებს.  

ამიტომ, შეიძლება მოსწავლეს სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში უფრო რთული დავალება არ მიუვიდეს, თუმცა, ეს მხოლოდ იშვიათად ხდება და საზოგადოდ, შეფასების ზრდასთან ერთად მიღებული დავალებების სირთულის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება