სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვებისთვის სახალისო, ოჯახისთვის მნიშვნელოვანი, სკოლისათვის აუცილებელი - Izrune.ge უკვე თბილისის N48 საჯარო სკოლაშია
21-11-2018
-
+


თბილისის N48 საჯარო სკოლამ ლიდერი დირექტორის, ირმა ფუხაშვილის ინიციატივით, ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალს, Izrune.ge-ს უმასპინძლა. 

წარმატებულ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო და მათთან ერთად იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარა.

აუდიტორია Izrune.ge-ს შემეცნებით, ინდივიდუალურ-გუნდურ და წამახალისებელ მიდგომებს ოვაციებით შეხვდა. მათ პორტალსა და სკოლის წარმატებულ დირექტორს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებისათვის ფეხის აწყობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ირმა ფუხაშვილის შეფასებით, შვილების სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვა, სასკოლო ცხოვრების განვითარება და „მომავლის კლასის“ ჩამოყალიბება საქვეყნო საქმეს ემსახურება. მას თავისი მოსწავლეების კეთილგონიერი ოჯახების თანამოაზრეობის იმედი აქვს და მშობლებიც ამართლებენ მოლოდინს - აქტიურად იწყებენ შვილებისა და მათი მეგობრების სისტემურ და ეფექტურ ჩართვას Izrune.ge-ზე.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა .

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება