სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აქვთ თუ არა მასწავლებლებს მოსწავლეებთან ერთად სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობის უფლება?!
20-11-2018
-
+


საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფის პროგრამაში 1 243 სკოლაა ჩართული. პროექტის მიზანი საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. 

Etaloni.ge დაინტერესდა შეიცვალა თუ არა რაიმე მასწავლებლებისთვის და დაიწყო თუ არა სამინისტრომ მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამდე მისვლის გამარტივებაზე ზრუნვა. როგორც აღმოჩნდა ცვლილებები არ განხორციელებულა.

აქვთ თუ არა სასკოლო ავტობუსების მძღოლებს მასწავლებლის სკოლამდე მიყვანის უფლება?   - როგორც აღნიშნულ კითხვაზე etaloni.ge-ს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში უპასუხეს, საჯარო სკოლების მოსწავლეებით ტრანსპორტირების უზრუნველყოფის პროგრამაში გათვალისწინებული არ არის მასწავლებლის გადაყვანა, თუმცა ადგილის არსებობის შემთხვევაში ეს მძღოლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 

„ზოგადად პროგრამით არ არის გათვალისწინებული მასწავლებლების გადაყვანა, მაგრამ თუ მოსწავლეს არ მოუწევს ფეხზე დგომა და ტრანსპორტში ადგილია, მასწავლებლის ტრანსპორტით გადაყვანა უკვე მძღოლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ანუ რეალურად უნდა იყოს ადგილი, რომ მასწავლებლის სკოლამდე მიყვანა მოხერხდეს, თორემ ისე პროგრამა ამას არ ითვალისწინებს“, - განგვიცხადეს ინფრასტრუქტურის სააგენტოში. 

მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ წლებში რეგიონებში მცხოვრებ მასწავლებლების, რომლებსაც მოსწავლეების მსგავსად სკოლამდე მისასვლელად გრძელი და ხშირად რთული გზის გავლა უწევდათ სასკოლო ავტობუსებში მძღოლები არ უშვებდნენ. აღნიშნული მიზეზად კი ის რეგულაციები სახელდებოდა, რომლებსაც კომპანიები მძღოლებს უყენებდნენ.  

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას სხვადასხვა რაიონის სკოლის დირექტორები აცხადებენ, წინა წლებთან შედარებით, წელს მასწავლებლებს ტრანსპორტით გადაადგილებაზე პრობლემა აღარ შექმნიათ. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მიქავა: „ტრანსპორტით, რომელითაც მოსწავლეები სკოლაში მოდიან, მასწავლებლებიც სარგებლობენ ხოლმე. ცუდი ამინდი როცა არის, ასეთ დროს მძღოლები უჩერებენ მასწავლებლებს ტრანსპორტს და სკოლაში მოჰყავთ, ისე ვერ ტოვებენ“. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მზია ზარნაძე: „გასულ წელს იყო პრობლემები. მასწავლებლებს ტრანსპორტით სარგებლობაზე უარს ეუბნებოდნენ მძღოლები, მაგრამ წელს უკვე აღარ გვაქვს პრობლემა. პირიქით მძღოლები ყოველთვის ცდილობენ მასწავლებლებმაც ისარგებლონ ტრანსპორტით“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ეროვნული მემკვიდრეობისა და ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება