სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მშობლისგან დაკბენილი დირექტორი განმარტებას აკეთებს - „შევეცადე შემებოჭა, რომ დარტყმის საშუალება არ მისცემოდა“
15-11-2018
-
+


თბილისის N172 სკოლის დირექტორი დავით ბრეგვაძე, რომელსაც მოსწავლის მშობელმა ხელზე უკბინა, ამჟამად ანტიბიოტიკებსა და ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებს. 

როგორც დავით ბრეგვაძე Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მშობლის სკოლაში დაბარების მიზეზი არა მოსწავლის რთული ყოფაქცევა, არამედ მშობლის მიერ სკოლასა და მშობელს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარის თქმის მიზეზი იყო.

მშობლის გაღიზიანება დირექტორის განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, თუკი მშობელი ხელშეკრულებას არ მოაწერდა ხელს, ამით სკოლაც თავისუფლდებოდა მოვალეობებისგან.

„მშობელი სკოლასა და მშობელს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად იყო სკოლაში დაბარებული, დოკუმენტს არ აწერდა ხელს და უნდა მეკითხა, ხელშეკრულების რომელი პუნქტი არ მოსწონდა... არაადეკვატურ პასუხებს იძლეოდა, ლგბტ თემზე, ვაჟკაცობაზე, „ჩაშვებაზე“ და მსგავს თემებზე ლაპარაკობდა, რომლის მსგავსიც ხელშეკრულებაში არაფერი წერია. მე ავუხსენი და განვუმარტე, რომ ამ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა სკოლასაც ათავისუფლებდა მოვალეობებისგან. ეს არ ესიამოვნა და შეურაცხმყოფელი საუბარი დაიწყო მასწავლებლის მიმართ, მერე მეც მაგინა და ასე წარმოიშვა კონფლიქტი.

ფიზიკურ შეურაცხყოფაზე რომ აპირებდა გადმოსვლას, შევეცადე შემებოჭა, რომ დარტყმის საშუალება არ მისცემოდა და რომ ვერაფერი ვეღარ მოახერხა, მერე მიკბინა“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა, რომელმაც ასევ აღნიშნა, რომ მოსწავლე სწავლას ჩვეულებრივ აგრძელებს და ინციდენტის გამო, არც ერთი დღე არ გაუცდენია.

მისივე თქმით, სამართალდამცველებს უკვე აქვთ მისი და იმ პედაგოგების ჩვენებებიც, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ. 

აღნიშნულს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რომელიც ძალადობას გულისხმობს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება