სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამარტივებული რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა - იხილეთ ვადები და უნივერსიტეტების ჩამონათვალი
14-11-2018
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამარტივებული წესით რიგგარეშე მობილობა გამოაცხადა შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს, შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის.

რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა ასევე შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იმ მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც ამ დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად. ასევე, იმ კატეგორიის სტუდენტებისათვის, რომლებმაც მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით მოიპოვეს ამ დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება და იმ პირებისთვის, რომელთა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია თორმეტთვიანი ვადა.

ცენტრის ვებ-გვერდზე 2018 წლის 14 ნოემბრიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები https://eqe.ge/geo/static/731//

მობილობის მსურველმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები 2018 წლის 15 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით შეკითხვებისთვის დარეკეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220 (*3599), ან მიწერეთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge 

ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა N1.

შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს სტუდენტებისთვის, ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე.

შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება