სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახალხო ზრუნვის სახალხო მხარდაჭერა - თბილისის N143 საჯარო სკოლა Izrune.ge -ს პარტნიორია
13-11-2018
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლამ ლიდერ დირექტორ თამარ ჭარბაძესთან ერთად ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალს, Izrune.ge-ს უმასპინძლა. 

წარმატებულ პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს პრეზენტაცია თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა წარუდგინა, მათთან ერთად იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარა და აუდიტორიის ოვაციები დაიმსახურა. 

მოუსვენარი პატარების ყურადღება Izrune.ge-ს სახალისო, შემეცნებითმა და მამოტივირებელმა მიდგომებმა მიიპყრო. მოსწავლეები მშობლებს პორტალში ჩართვას პრეზენტაციის დასრულებამდე სთხოვდნენ და უკვე მოუთმენლად ელოდნენ შემაჯამებელი ტესტების გავლას.

მშობლებმა სკოლის წარმატებულ მენეჯერსა და Izrune.ge-ს ყველასათვის ხელმისაწვდომ, მზრუნველ და მომავლის პროექტში ჩაბმის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადეს და პორტალის ინდივიდუალურ-გუნდურ მიდგომებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს: „Izrune.ge-სთან ერთად ვიზრუნებთ შვილების მრავალმხრივ განვითარებაზე, მათი მეგობრების წარმატებასა და მომავლის კლასის შექმნაზე...“

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება