სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოჯახზე, სკოლასა და სამშობლოზე ზრუნვით Izrune.ge-ს თბილისის N59 საჯარო სკოლა უერთდება
12-11-2018
-
+


izrune.ge-ს პრეზენტაციის მოლოდინში, ანთებული თვალებითა და შვილების ბედნიერ მომავალზე ზრუნვით, სავსე იყო თბილისის N59 საჯარო სკოლის დარბაზი...

შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, ლიდერი დირექტორი მაია ლელაშვილი მასპინძლობდა. 

იზრუნეს ტესტების პირდაპირ რეჟიმში გავლისა და პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომების გაცნობის შემდეგ დარბაზში ოვაციები არ წყდებოდა.

ოჯახზე, სკოლასა და სამშობლოზე შეყვარებული აუდიტორია ყველაზე მზრუნველი izrune.ge-ს ირგვლივ გაერთიანდა და მშობლებმა არა მხოლოდ საკუთარ შვილებზე, არამედ მათ თანაკლასელებზეც აიღეს ზრუნვა და გეზი „სუპერ კლასის“, საბოლოოდ კი „მომავლის კლასის“ ჩამოსაყალიბებლად.

მათ სკოლის წარმატებულ მენეჯერს Etaloni.ge-სთან თანამშრომლობისა და izrune.ge-ს ყველა სიკეთით სიმბოლურ ფასად სარგებლობის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება