სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტრენინგზე - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“ რეგისტრაცია დაიწყო
08-11-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებისთვის მორიგი ტრენინგის ჩატარებას გეგმავს. რეგისტრაცია დაწყებულია და 2018 წლის 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ტრენინგის "მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები" განკუთვნილია: ყველა საფეხურის დაწყებითი განათლების, ისტორიის, ქართულის, სამოქალაქო განათლების, ხელოვნების, მუსიკის და V-VI კლასის ბუნებისმეტყველების პედაგოგებისთვის. ასევე, გერმანული, ფრანგული და რუსული ენის მასწავლებლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) პედაგოგებისთვის.

მასწავლებლებს ტრენინგზე რეგისტრაცია სამი მოდულზე შეეძლებათ:

პირველი მოდული - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“

ტრენინგზე  პედაგოგები  გაეცნობიან: მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლებს, ამგვარი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი ფაქტორების გათვალისწინებასა და მიზნის მისაღწევად საჭირო სტრატეგიებს. მოსწავლეების მამოტივირებელ ფაქტორებს, გაიაზრებენ მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობას.

მეორე მოდული - "მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები"

ტრენინგზე  პედაგოგები  გაეცნობიან: გაზომვადი სასწავლო მიზნების განსაზღვრასა და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვას. შემაჯამებელი შეფასების სხვადასხვა ფორმას, შეფასების რუბრიკის შექმნის მექანიზმებსა და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს.

მოდულში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობასა და სასწავლო პროცესში მის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე. მოდული მონაწილეებს ასევე დაეხმარება შეფასების შედეგების გაანალიზებასა და სწავლების პროცესის შესაბამისად მოდიფიცირებაში გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით.

მესამე მოდული - „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“

ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან: სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვის მნიშვნელობას. შეისწავლიან კარგად ორგანიზებული, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნის სტრატეგიებს; გააცნობიერებენ ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო, სტერეოტიპებისაგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელობას; გამოიმუშავებენ დროის ეფექტურად მართვისათვის საჭირო უნარებს; გაეცნობიან სტრატეგიებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარებას.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება გააცნობიერონ თანამშრომლობითი კულტურისა დამკვიდრების მნიშვნელობა საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის და შეადგინონ პორტფოლიო თავიანთი პროფესიული გამოცდილების დოკუმენტირებისა და პროფესიული ზრდის დემონსტრირების მიზნით. გაეცნობიან მოსწავლეების მამოტივირებელ ფაქტორებს, გაიაზრებენ მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობას.

სამივე მოდულის ტრენინგების ხანგრძილობაა: 12 საკონტაქტო საათი (ტრენინგი ტარდება ორი დღის განმავლობაში, დღეში 6 საათი.)

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2JLLB6Y


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება