სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

VII- IX კლასის სახელმძღვანელოებისთვის გრიფირების კონკურსი გამოცხადდა
07-11-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს აცხადებს. 

2018 წელს, კონკურსი VII, 2019 წელს საბაზოს VIII და IX კლასებზე, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, კონკურსი საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე გამოცხადდება. 

როგორც სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, ახალი კონკურსის პირობები, პროცესის დასაწყისშივე ცხადი და მკაფიო იქნება ყველასთვის და ადგილი არ ექნება გზადაგზა განხორციელებულ არსებითი ხასიათის ცვლილებებს. გამომცემლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ კი, დამტკიცდება რეცენზირების წესი, ასევე, შეფასების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები.

"წინა გრიფირებისგან განსხვავებით, შემფასებლების შერჩევის პროცესი  სრულიად გამჭვირვალე იქნება და სახელმძღვანელოებს შეაფასებს არა დამატებითი კომისია, გამსწორებელთა მხოლოდ ერთი ჯგუფი.

სახელმძღვანელოები შეფასდება რამდენიმე მიმართულებით: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

როგორც ცნობილია, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის საფუძველზე, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი არა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრებაზე, არამედ მის კრიტიკულ გააზრებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზეა გაკეთებული. 

შესაბამისად, ამ კომპონენტებთან ერთად, გრიფირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების ავტორებისთვის მოთხოვნები მკაფიო იყოს.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ გრიფირების პროცედურაში შესული ცვლილებების მიხედვით, სახელმძღვანელოების წერისთვის გამომცემლებს უფრო მეტი დრო ექნებათ - მხოლოდ VII კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი

ასევე მეტი დრო დაიხარჯება თავად ავტორებზე. კერძოდ, მათთვის ინტენსიურად ჩატარდება საგნობრივი კონსულტაციები, კონკრეტული საგნის სტანდარტის გააზრებისა და შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებისთვის. ავტორებისთვის თემატურ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რადგან სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთვის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაოდენობრივად შემცირდა შინაარსობრივი კრიტერიუმები, რომელიც უფრო მოქნილი, მკაფიო და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებული გახდა. რაც შეეხება ხარისხისა და ფასის კორელაციას, სახელმძღვანელოების ხარისხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საბოლოო ქულის გაანგარიშებაში დაგეგმილია შემცირდეს ფასის წონა, ხოლო შინაარსის ხარისხის წონა გაიზარდოს",-განაცხადა ჩიქობავამ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება