სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მარიხუანის მოხმარების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა“
30-10-2018
-
+


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნებისა და მოზარდების მხრიდან მარიხუანის მოხმარების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა, მარიხუანის გავრცელებას ხელი არ შეუწყოს.

„არც ერთ ევროპის ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, სკოლებში, პარკებში, ბავშვების თანდასწრებით, არსად მარიხუანის მოხმარება დასაშვები არ არის. სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა, რომ დაიცვას მართლწესრიგი და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და პირველ რიგში ნარკოტიკული საშუალების, თუნდაც მარიხუანის გავრცელებას არ შეუწყოს ხელი. ეს გახლავთ ამ კანონპროექტის მიზანი და ეს არის ამ კანონპროექტის მთავარი ამოსავალი.

სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნებისა და მოზარდების მხრიდან მარიხუანის მოხმარების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება რეგულაციები და ყველას ყველგან შეუძლია მოიხმაროს და თუ იმაზე ვსაუბრობთ და ვერ ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომ არასრულწლოვნებისთვის ამ ნარკოტიკული საშუალების, თუნდაც, მარიხუანის ხელმისაწვდომობას რა შედეგებამდე შეიძლება მივიყვანოთ, ნუ მაშინ საერთოდ აზრი არ აქვს ამ დისკუსიას", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით წესდება მთელი რიგი შეზღუდვები. მარიხუანას მოხმარება იკრძალება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არასრულწლოვანის თანდასწრებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე სხვადასხვა ადგილებში და დაწესებულია შესაბამისი სანქციები.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარება დაუშვა, საჭირო გახადა დავაწესოთ შესაბამისი რეგულაციები და შეზღუდვები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებში, არასრულწლოვნების თანდასწრებით ადამიანებმა მარიხუანა არ მოიხმარონ და თუ მოიხმარენ, დაეკისროთ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ის, რომ სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები კიდევ ერთ საგანში ცნობილია

საგამოცდო სესიაზე დაგვიანებით 5 აპლიკანტი მივიდა - ცნობილია, რამდენი რეგისტრირებული არ გამოცხადდა გამოცდაზე 

ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო !

მასწავლებელთა რაოდენობა გაორმაგდება - სამინისტრო დეტალებზე

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება