სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის დირექტორმა თანამდებობა ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიშის გამო დატოვა
24-10-2018
-
+


თბილისის  №202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შესახებ მომზადებული ანგარიშის შემდეგ, აღნიშნული დაწესებულების დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ახალი დირექტორი კი სკოლაში პირველი ნოემბრიდან დაინიშნება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის, ეკა დგებუაძის განცხადებით, დირექტორის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი სახალხო დამცველის ანგარიში გახდა. 

როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, იგი ნაწილობრივ ეთანხმება სახალხო დამცველის ანგარიშსს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სკოლის ერთჯერადი ორსაათიანი შემოწმება სრულყოფილი დასკვნის მოსამზადებლად საკმარისი არ არის.

დგებუაძის განცხადებით, კვების ნაწილში ანგარიშის შინაარსს არ ეთანხმებიან, რადგან სკოლაში მენიუ განახლდა და მოსწავლეები დაბალანსებულ კვებაზე გადავიდნენ, რასაც სამინისტრო პერიოდულად ამოწმებს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, იგეგმება რეაბილიტაცია, რომელიც აისახება სკოლის რეაბილიტაციის გეგმაში, თუმცა ვადები უცნობია.

მოსწავლეების ფიზიკურ და ვიზუალურ კონტროლთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გამოთქმულ შენიშვნაზე კი განაცხადა, რომ ამ მხრივ შესაძლო დარღვევებს სამინისტრო თავად სწავლობს.

სახალხო დამცველის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად
, თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს ბავშვთა ცხოვრების პირობების მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება