სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რიგგარეშე მობილობით სტუდენტებს 17 უნივერსიტეტში შეუძლიათ გადასვლა - იხილეთ ჩამონათვალი
17-10-2018
-
+


დღეიდან რიგგარეშე მობილობისთვის სტუდენტებს შეუძლიათ იმ უმაღლეს სასწავლებლებს მიმართონ, რომლებმაც ვაკანტური ადგილები გამოაცხადეს. 

რიგგარეშე მობილობაში მონაწილე პირებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მობილობით მიმართვა და პირადი საქმის ასლების წარდგენა17 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

რიგგარეშე მობილობით სტუდენტებს იმ 17 უმაღლეს სასწავლებელში შეუძლიათ გადასვლა, რომლებმაც ვაკანტური ადგილები გამოაცხადეს.

Etaloni.ge გთავაზობთ იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალს, რომლებშიც სტუდენტებს რიგგარეშე მობილობით სარგებლობა შეუძლიათ.

1. შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი"

2. შპს - უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია"

3. შპს - ახალი უმაღლესი სასწავლებელი

4. ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი

5. შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეო

6. შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი

7. შპს - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

8. შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

9. შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

10. შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

11. შპს - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

12. შპს უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია

13. შპს - კავკასიის უნივერსიტეტი

14. სსიპ - სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

15. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

16. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

17. შპს - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა რიგგარაშე მობილობა გამოაცხადა: შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის, შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის, შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA სტუდენტებისთვის. 

აგრეთვე, იმ პირების რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების მიზნით, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომლებიც სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად, ჩარიცხვის მიზნით, ვერ მიმართავენ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება