სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელ უმაღლეს სასწავლებელს რამდენი ვაკანტური ადგილი აქვს გამოცხადებეული რიგგარეშე მობილობისთვის
15-10-2018
-
+


განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტებისთვის გამოცხადებული გამარტივებული რიგგარეშე მობილობისთვის ვაკანტური ადგილები ოთხ უნივერსიტეტს აქვს გამოცხადებული.

 

მათ შორისაა,  „გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“,  უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია“ და ახალი უმაღლესი სასწავლებელი.

რაც შეეხება ვაკანტური ადგილების რაოდენობას ოთხ უნივერსიტეტში 752 ადგილია გამოცხადებული. უფრო კონკრეტულად ცალკეულ უნივერსიტეტშებში გამოცხადებული ვაკანტური ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება:

„გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი“ – 170 ადგილი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის; 90 ადგილი - მაგისტრანტებისთვის;

უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია“ - 70 ადგილი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის;

ახალი უმაღლესი სასწავლებელი  - 350 ადგილი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის;

ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი - 60 ადგილი ბაკალავრის სტუდენტებისთვის; 12 ადგილი - მაგისტრანტებისთვის.

Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა რიგგარაშე მობილობა გამოაცხადა: შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის, შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის, შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA სტუდენტებისთვის. აგრეთვე, რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების მიზნით, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომლებიც სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეს.

ხოლო, მობილობის მსურველმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები 2018 წლის 17 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება