სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ეხმარება ფსიქოლოგიური მომსახურების ცხელი ხაზი მოსწავლეებსა და მშობლებს
15-10-2018
-
+


სკოლაში ბულინგის შემთხვევები, ფსიქოლოგიური განწყობები, ბავშვებში ხასიათისა და ქცევის ცვლილებები - ეს იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც მოსწავლეები და მშობლები ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს დახმარებისთვის მიმართავენ.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცხელი ხაზის დანერგვა, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის მომხდარი ტრაგიკული შემთხვევას უკავშირდება, რომლის ინიციატორიც ყოფილი განათლების მინისტრი მიხელ ჩხენკელი იყო. ცხელი ხაზის მიზანი მოსწავლეებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწევა, სკოლაში მოსწავლეებს შორის ძალადობის, აგრესიისა და ბულინგის შემთხვევების გამოვლენაა.

როგორც მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს ხელმძღვანელი შორენა ზედგინიძე etaloni.ge - სთან საუბრისას აცხადებს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცხელი ხაზი დაახლოებით ერთი წელია მოქმედებს და მას როგორც მოსწავლეები, ისე მშობლები მიმართავენ.

„ფსიქოლოგიური მომსახურების ცხელი ხაზზე, პირველად კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები ნებისმიერ საკითხზე გაცემენ.

ძირითადად მშობლები მოგვმართავენ თითქმის ყველა თემაზე. ეს არის პრევენციული ხასიათის ზარები, როდესაც მშობელი გარკვეულ ცვლილებას ამჩნევს ბავშვს და აინტერესებს რა უნდა ქნას, რაიმე ტიპის საშიშროებასთან ხომ არ აქვს საქმე და ა.შ.

რაც შეეხება ბავშვების მომართვიანობას, ისინი თავისი ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე სასაუბროდ გვირაკავენ, არის ბულინგის თემაც, ეს რა თქმა უნდა კონფიდენციალურია და ამის განხილვა არ ხდება. თუ საჭიროება დგება ფსიქოლოგი კონსულტირებას უწევს რომ მოგვმართოს ცენტრში და გაიაროს თერაპია.

თუმცა, თერაპიისთვის  ბავშვები უმეტესწილად სკოლიდან მოდიან, მისამართდებიან მშობლის ან მანდატურის მომართვიანობის საფუძველზე და აქედან იღებენ შემდგომ უკვე ფსიქოლოგიურ დახმარებას“, - აცხადებს შორენა ზედგინიძე.

Etaloni.ge აქვე გაცნობებთ საკონტაქტო მონაცემებს, რომლის საშუალებითაც ფსიქოლოგიური მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.

ფსიქოლოგიური კონსულტირების 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08-00-00-00-88;

ფსიქოლოგიური მომსახურების ცხელი ხაზი: (032)-220-02-20 *3025;

მანდატურის სამსახურის ცხელი ხაზი : (032)-220-02-20 *3335.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება