სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა !
12-10-2018
-
+


განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი რიგგარაშე მობილობას აცხადებს, შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის, შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის, შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA სტუდენტებისთვის. 

აგრეთვე, რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების მიზნით, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომლებიც სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეს. 

რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანების შესაბამისად). 

მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილივაკანტური ადგილები. 

მობილობის მსურველმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები 2018 წლის 17 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით. 

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით შეკითხვებისთვის სტუდენტებს შეუძლიათ დაუკავშირდენენ ცენტრს ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220 (*3599), ან  ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge 

ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა N1. 

შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე. 

შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე. 

შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე. 

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA-ის, შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება