სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი 2018-ის“ პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია გამოცხადდა
09-10-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი 2018-ის“ პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის აცხადებს რეგისტრაციას ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის წყვილში, რათა მათ ჩაატარონ და შესაბამის ვებგვერდზე დაარეგისტრირონ ჩატარებული გაკვეთილი.

რეგისტრაცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით, გაკვეთილის ჩატარება და ციფრულ რუკაზე დატანა კი უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ინიცირებულ პროექტს „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი (The World’s Largest Lesson), რომელიც გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას სკოლებში მოსწავლეთათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობის მიზნით. პირველივე წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 30-მდე საჯარო და კერძო სკოლამ. არანაკლები ინტერესი გამოიწვია პროექტმა 2016 და 2017 წლებში. პირველ წელს (2015) პროექტის მიზანი მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობა იყო, 2016 წელს ღონისძიება მთელს მსოფლიოში გენდერის თემას მიეძღვნა, ხოლო 2017 წელს შიმშილის დამარცხებას.

ვინაიდან პროგრამა ინგლისურ ენაზეა, თავიდანვე განისაზღვრა რომ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა ერთობლივად ჩაატარონ გაკვეთილი მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნების თემებზე. ერთობლივი გაკვეთილის ჩატარება ეხმარება პედაგოგებს თანამშრომლობის გაღრმავებასა და შემდგომში ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვაში.

მსოფლიოს მაშტაბური გაკვეთილი მოსწავლეებს არამარტო აცნობს მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს, არამედ ხელს უწყობს სხვადასხვა გამჭოლი კომპეტენციის (ეკოლოგიური წიგნიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება) განვითარებას. ამასთანავე, გაკვეთილების გეგმებში წარმოდგენილი მრავალფეროვანი რესურსი (ვიდეო, აუდიო, ციფრული და სხვა) განსაკუთრებით ღირებულია მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების განვითარებისთვის. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება უკეთ გაიაზრონ გლობალური მიზნები და ასევე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი პერსონალური თუ სოციალური კომპეტენციის განვითარებისათვის.

„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ (The World’s Largest Lesson) 2018 წელს კიდევ უფრო პოპულარული გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2018 წლის აქცენტი მხოლოდ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებით არ შემოიფარგლება. წელს პროექტის მიზანია წაახალისოს კონკრეტული ქმედებები პიროვნულ, ადგილობრივ თუ გლობალურ დონეზე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თავად გამოიკვლევენ საკუთარი თემის, ლოკაციის საჭიროებებს გლობალური მიზნების კონტექსტში, დაგეგმავენ და გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. პროექტში მონაწილე ყველა სკოლა და კლასი პროექტის შედეგებს ასახავს მსოფლიო ციფრულ რუკაზე. ეს კიდევ უფრო მეტად დაეხმარება თითოეულ მოსწავლეს გააცნობიეროს რამდენად დიდია თითოეული მათგანის როლი და პასუხისმგებლობა მსოფლიოს მდგრად განვითარებაში. პროექტის განხორციელება რეკომენდებულია საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან.

საინფორმაციო შეხვედრა დარეგისტრირებული მასწავლებლებისათვის გაიმართება მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს 16 საათზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზში. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის კონსულტანტს, ნონა პოპიაშვილს: npopiashvili@tpdc.ge


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

რა სპეციალობის უნდა იყოთ, სკოლაში ექიმად რომ დაიწყოთ მუშაობა - ჩამონათავლი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
 
სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი
 
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს
 
სსიპ ლევან ლიპარტელიანის სახელობის დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება