სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კანონში ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მიზნები განისაზღვრა
09-10-2018
-
+


„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო და მისი მიზნები დამტკიცდა.

როგორც კანონშია განმარტებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო  8 დონისაგან შედგება და თითოეული დონე არის კვალიფიკაციის სირთულის განმსაზღვრელი ელემენტი, რომელიც  აერთიანებს „ცოდნითა და გაცნობიერებით“, „უნარით“ და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს − აღმწერებს.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებია:

ა) კვალიფიკაციების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ძირითადი პრინციპების (სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) დაცვით კლასიფიცირება;

ბ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და განვითარება;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა;

ე) კვალიფიკაციების შეთავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფა; 

ვ) მობილობის ხელშეწყობა;

ზ) სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;

თ) არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;ი) არსებული კვალიფიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

კ) განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მათი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირება.

კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ასევე, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესებს, აგრეთვე არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურებსა და წესს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება