სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

3 საგანი, რომელიც მოსწავლემ აუცილებლად მაღალ ნიშნებზე უნდა ისწავლოს - დირექტორების რჩევა
08-10-2018
-
+


სასკოლო განათლება ის მნიშვნელოვანი ეტაპია, რა დროსაც მოსწავლე განვითარებისთვის საჭირო ყველა საგანს სწავლობს. სკოლის მაღალ ქულებზე დასრულება ყოველთვის პრესტიჟული იქნება, თუმცა, საინტერესოა, იმ უამრავი საგნიდან, რომელსაც მოწაფეები იმეცნებენ, ძირითადი და შეუცვლელი რომელია. 

ამ საკითხზე პასუხის მისაღებად Etaloni.ge სკოლის დირექტორებს შემდეგი თემით დაუკავშირდა: დაგვისახელეთ 3 საგანი, რომელიც ყველა მოსწავლემ აუცილებლად მაღალ ნიშნებზე უნდა ისწავლოს? 

მაღლაკის საჯარო სკოლა, დირექტორი ლუდმილა ლექვინაძე:

მშობლიური ენა, მათემატიკა და ინგლისური. მშობლიური ენა ყველა დანარჩენის საფუძველია;  მათემატიკის გარეშე მოსწავლე წინ ვერ წავა, რადგან ეს არის საგანი, რომელიც ყოველდღიურად საჭიროა და ბოლოს, უცხო ენა - ეს განვითარებისთვის აუცილებელია. 

თბილისის N214 საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ შუბლაძე:

აუცილებელია ქართული, მათემატიკა და უცხო ენა. თუ ბავშვმა ქართული კარგად იცის, მას ისტორიის, ბიოლოგიის და ამგვარი საგნების შესწავლა უადვილდება. მათემატიკა კი აზროვნების გასაღებია. თუ ამ საგანს მოსწავლე საფუძვლიანდ და კარგად შეისწავლის, ის ადვილად ისწავლის ქიმიას და ფიზიკასაც. და უცხო ენა (არა ერთი, არამედ რამდენიმე) საკომუნიკაციოდ აუცილებელია. თუმცა, უცხო ენის სწავლისთვის უმთავრესია მშობლიური ენის ცოდნა, რაც შემდეგ სხვა ენის ათვისებასაც ხელს უწყობს. 

აგარის საჯარო სკოლა, დირექტორი გურამ მარკოიძე:

ქართული, ინგლისური და მათემატიკა. იმიტომ, რომ მოსწავლემ მშობლიური ენა კარგად უნდა იცოდეს. უცხო ენა აუცილებელია ქვეყნის ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე და მათემატიკა კი გონების განვითარების ყველაზე კარგი წყაროა. 

ტუნაძეების საჯარო სკოლა, დირექტორი ავთანდილ ძირკვაძე:

უპირატესობას ჰუმანიტარულ საგნებს ვანიჭებ - ქართული ენა, ისტორია და ინგლისური. მოსწავლემ საკუთარი ქვეყნის ისტორია უნდა იცოდეს, მშობლიურ ენას კარგად უნდა ფლობდეს და უცხო ენა ცალსახად აუცილებელია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება