სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის ბიუჯეტის პროექტი - რამდენი მილიონი ლარია გამოყოფილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის
05-10-2018
-
+


მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის 11.7 მლნ ლარამდეა გამოყოფილი.

გთავაზობთ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ერთ-ერთი თავიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის შესახებ ამონარიდს:

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა, მათ შორის ზოგადი განათლების დაწესებულებაში დაკავებული პირების (დირექტორებისა და მასწავლებლების), ასევე პროფესიული სასწავლებლების  მასწავლებლების პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლება; ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვის, ხელმისაწვდომობისა და გავრცელების ხელშეწყობა;

სამიზნე ჯგუფების პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის განმსაზღვრელი პროფესიული სტანდარტების შემუშვება, საერთაშორისო სტანდარტებისადმი და მოთხოვნებისადმი გათანაბრება და დანერგვა, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლება, მიმდინარე სიახლეების გავრცელება;

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებითა და ინტერვენციების განხორციელებით;

ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო ენის გაძლიერების გზით“.

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე შეიმუშავა და პარლამენტს განსახილველად წარუდგენა.  საპარლამენტო კომიტეტებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დარგების მიხედვით იმსჯელებენ. 

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტი რამდენჯერმე გადამუშავდება, საბოლოოდ კი პარლამენტი დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი  2018 წელთან შედარებით 2019 წელს დაახლოებით 300 მილიონი ლარით იზრდება.  საქართველოს ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება