სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გავაგრძელებთ ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვას- განათლების მინისტრის მოადგილე სერგო რატიანს პასუხობს
01-10-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, სამინისტროს სტრატეგიული ამოცანაა ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა.

აღნიშნულით ალექსანდრე თევზაძე „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის ინფორმაციითაც, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა გადალახა ჩასაბარებელი ბარიერი, თუმცა იმის გამო, რომ მათ უნივერსიტეტების არჩევის დროს მითითებული ჰქონდათ ერთი ან ორი უმაღლესი სასწავლებელი, უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ.

„ალბათ ყველაზე უფრო გამორჩეული ღონისძიება ეს არის ქართული ენის მომზადების პროგრამა, როდესაც ჩვენ სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებს ერთწლიან განათლებას ვუფინანსებთ, ვიდრე ისინი უმაღლესი განათლების ეტაპზე გადავლენ, რათა ქართულ ენაში მოემზადონ  და შემდეგ უმტკივნეულოდ შეძლონ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ინტეგრირება. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ეროვნული უმცირესობების ინტერესების დაცვას და შესაბამის წახალისებას“,- განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

რატიანის განცხადებით, რადგან სახელმწიფომ აზერბაიჯანელ და სომეხ აბიტურიენტებს საჭირო რეკომენდაციები არ მიაწოდა და ვერ უზრუნველყო მათი ინფორმირება, სამინისტრომ უნდა დაუშვას გამონაკლისი და უნდა მოხდეს 800-მდე აბიტურიენტის მეორადი ჩარიცხვებით უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილება.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება