სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბერიკა შუკაკიძე: ვადასტურებ, რომ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე გასაუბრება გავიარე
01-10-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე სამინისტროში ჩატარებული გასაუბრება განათლების დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბერიკა შუკაკიძემ გაიარა. ამის შესახებ ინფორმაცია Etaloni.ge-ს მან დაუდასტურა.  

შუკაკიძის განცხადებით, გასაუბრება გაიარა, თუმცა ინიშნება თუ არა ხელმძღვანელის პოზიციაზე, ინფორმაცია არ აქვს:

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გასაუბრება გავიარე. დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ  მაქვს“-განუცხადა Etaloni.ge-ს შუკაკიძემ. 

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, „მასწავლებლის სახლში“ გიორგი მაჩაბელს ბერიკა შუკაკიძე შეცვლის. 

ბერიკა შუკაკიძის ბიოგრაფია მოიცავს შემდეგს: 

2003 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი; 

2012-დან დღემდე არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი;

2012 წლიდან დღემდე არის საფეხბურთო კლუბი საჩხერის “ჩიხურას” აღმასრულებელი დირექტორი.

2000-2002 წლებში მან მაგისტრის ხარისხი განათლების მართვაში ნებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო;

აქვს მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჭრობის ეკონომიკის მიმართულებით.

2016-2018 წლებში იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი; 

2011-2013 წლებში - თბილისის ღია უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 

2006-2010 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, პროგრამა „უსაფრთხო სკოლის“ კოორდინატორი და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი;

2005-2006 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი; 

მანამდე კი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში დირექტორის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 10 სექტემბერს თავისი მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამავე დღეს გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება