სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტია საქართველოში - "კვლევის შედეგები საგანგაშოა"
29-09-2018
-
+


საქართველოში მოქმედ 67 აკრედიტირებულ უმაღლეს დაწესებულებაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა რეკორდულად მაღალია და 48 651-ს შეადგენს.

საქართველოში მოქმედი აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“  ახალი მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის განცხადებით,  აღნიშნული მაჩვენებელი ცალსახად საგანგაშოა.

„განსაკუთრებით საყურადღებოა საკითხი იმის შესახებ, რომ დასახელებული მაჩვენებელი მუდმივად მზარდია. 2013 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 28 055 შეადგენდა, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 33 575-მდე გაიზარდა, 2016 წელს 35 841 შეადგინა, 2017 წლის მონაცემებით კი - 38 104. დასახელებულ პერიოდში შეინიშნებოდა რაოდენობის საშუალოდ 2000-დან 5000-მდე ზრდის ტენდენცია, ხოლო 2018 წლის მონაცემთან მიმართებით, ფიქსირდება რაოდენობის 10 547-ით ზრდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ორგანიზაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სტუდენტის მხრიდან სტატუსის შეჩერების საფუძველს ძირითად შემთხვევაში წარმოადგენს: ჯანმრთელობის მდგომარეობა, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ორსულობა და ფინანსური დავალიანება. ამასთან, ბოლო პერიოდში, მიზეზთა ჩამონათვალში გაჩნდა სხვა საფუძველიც, კერძოდ, ტერმინი: „სხვა მიზეზი“. შესწავლილი მასალის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სწორედ „სხვა მიზეზის“ მითითებით, სტატუსი შეჩერებული აქვს 30 808 სტუდენტს, რაც სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 64%-ს შეადგენს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვს 16 294 სტუდენტს, რაც მათი საერთო რაოდენობის, დაახლოებით 33%-ია, ხოლო ავადმყოფობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზეზით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს 1 549 სტუდენტს.

ორგანიზაცია შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით წარმოადგენს მოქმედ 10 აკრედიტირებულ უმაღლეს დაწესებულებას, სადაც დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ფიქსირდება:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 8 497;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 5764;

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 5 647;

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 3 322;

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – 2 392;

საქართველოს უნივერსიტეტი - 2 037;

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 1 646;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1 617;

კავკასიის უნივერსიტეტი - 1 279;

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1 210;

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2013 წლიდან იკვლევს სტატუსშეჩრებულ სტუდენტთა მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს პარლამენტი, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა პრობლემების დაძლევის მიზნით, განიხილავს ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებასაც, რომლის მიხედვითაც, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები, მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს““,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

რა სპეციალობის უნდა იყოთ, სკოლაში ექიმად რომ დაიწყოთ მუშაობა - ჩამონათავლი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ამოგზაურეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში
 
სკოლა აქტიურად შეუერთდა დედამიწის საერთაშორისო დღეს სლოგანით -  „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“
მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები და დაამზადეს დედამიწის მაკეტი
 
მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს
 
სსიპ ლევან ლიპარტელიანის სახელობის დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება