სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დედის ლოცვა“, რომელიც თქვენ შვილებს დაიფარავს
03-03-2020
-
+


მართლმადიდებლური რელიგიის მიხედვით, დედის ლოცვა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რიტუალია, რაც კი უფლის მიმართ აღესრულება.
 
როგორც ამ რელიგიის მიმდევარი სასულიერო პირები გვასწავლიან,  დედის ლოცვას სასწაულების მოხდენა შეუძლია და ერთადერთი უპატიებელი ცოდვის ჩამდენის, თვითმკვლელის სულის გადარჩენაც კი ძალუძს. 

Etaloni.ge  წარმოგიდგენთ ამ საოცარი ლოცვის ტექსტს:

„ჰოი, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო!გევედრები შენ, უფალო, დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვდილისაგან და ღირს ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოისა მამისა, თანადაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველისმყოფელით სულით შენითურით, თაყვანის გცემ არსობით და გევედრები, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები).
ნუ მოიძულებ მეფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათნი სულითა შენითა წმიდათა, რათა ყოველნი მათნი საქმენი წარემართნონ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამინ! ამინ! ამინ!

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო!იხსენ და დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ცილისწამებისაგან, ყოვლისაგან ჭირისა და უეცარი სიკვდილისაგან. შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამთა დღისათა, განთიადისა და მწუხრისა და ყოველთა ჟამთა შინა, მძინარენი დაიცევ, დაიფარე და შეზღუდე. 

დაიცევ შვილნი ჩემნი დედუფალო ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, დედაო, გადაულახავ კედლად და მტკიცე შემწად. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაილ! შეეწიე შვილთა ჩემთა (სახელები), დაიცევ ისინი ყოვლისაგან ძვრისა, ცეცხლისა, მახვილისა, ქარისაგან მომსვრელისა და ყოვლისაგან ბოროტისა და სიკვდილ შემოსილისა წყლულებისა. დაიცევ ისინი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მხედართმთავარო უფლისაო, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

სკოლის დირექტორმა წახალისების მიზნით სიგელები გადასცა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საგაკვეთილო პროცესში გაცდენები

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება