სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდნენ ბაგა-ბაღები ახალ სააღმზრდელო წელს
17-09-2018
-
+


ახალი სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღებშიც დაიწყო. მხოლოდ დედაქალაქში 180-მა საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები მიიღო, ხოლო წელს პირველად 11 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. 

Etaloni.ge-ს აღნიშნულის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი კახაბერ გვანცელაძე ესაუბრა.

- რა სიახლეებით შეხვდნენ ბაგა-ბაღები ახალ სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით?

- პირველ რიგში ყველა მოწაფეს და აღმზრდელს მინდა მივულოცო ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება. რაც შეეხება სიახლეებს, 11 ახალი შენობა შეემატა ბაგა-ბაღებს თბილისში. შესაბამისად, 3000-ზე მეტი ადგილი დავამატეთ ბაღებს და 61 000 ბავშვს ვემსახურებით. მნიშვნელოვანია ის, რომ ზაფხულის პერიოდში მეთოდისტები მეთოდოლოგიაში გადამზადდნენ. ისინი ახლა უკვე თავად არიან ტრენერები და დაახლოებით 3000-მდე აღმზრდელ-პედაგოგს და თანაშემწეს გადაამზადებენ. 

ასევე, ზაფხულის პერიოდში რამდენიმე ბაღში სამზარეულოს ინვენტარი განახლდა, სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები დაყენდა, დაკმაყოფილდა „ყაზტრანსგაზის“ მოთხოვნები და იმ ბაღებში, სადაც ჯერ კიდევ გაზის ქურები იდგა, ელექტრო ქურები განთავსდა. ამავდროულად, სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. 

- აღსაზრდელების უსაფრთხოების დაცვისთვის თუ არის ბაღების ფანჯრებზე ბადეები განთავსებული?


- დიახ, ბადეები კეთდება ფანჯრებზე, ძირითადად, მეორე სართულზე.

- რაც შეეხება მენიუს, რომელიც წინა წელს მშობლების ნაწილისთვის გაუგებრობის მიზეზი გახდა, წელს რა სიტუაციაა ამ მხრივ? 


- ეს წინა წლის დასაწყისში იყო, როდესაც მთავრობის დადგენილებით ახალი რეგულაცია, 407-ე დადგენილება ამუშავდა, რომლის მიხედვითაც დღიური კალორაჟი და შესაბამისად, მენიუ შეიცვალა. ამ ეტაპზე მშობლებს პრეტენზიები არ გააჩნიათ. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება