| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როგორ უნდა გამოთვალოთ სწორად კალორიების ცხრილი, ამას ცნობილ ნუტრიციოლოგ ნატა გაგუასგან გაიგებთ, რომელიც სოციალურ ქსელში პირად გვერდზე საინტერესო ცხრილს აქვეყნებს.
კალორიების რაოდენობის გამოთვლა დღის განმავლობაში:
ქალებისთვის:
18-30 წლის ასაკი:
(0,0621 * სხეულის მასა (კგ) +2, 0357)* 240 (კკალ)
31-60 წლის ასაკი:
(0,0342* სხეულის მასა (კგ)+3,5377)*240 (კკალ)
60 წელი და მეტი:
(0,0377*სხეულის მასა(კგ)+2,7545)*240 (კკალ)
მამაკაცებისთვის:
18-30 წლის ასაკი:
(0,0630*სხეულის მასა(კგ)+2,8957)*240 (კკალ)
31-60 წლის ასაკი:
(0,0484*სხეულის მასა (კგ)+3,6534)*240(კკალ)
60 წელი და მეტი:
(0,0491*სხეულის მასა(კგ)+2,4587)*240(კკალ)
ეს კალორიები გვჭირდება ძირითადი ცვლისთვის, მიღებულ რიცხვს ამრავლებთ შემდეგ კოეფიციენტზე:
1,1-დაბალი აქტიურობა;
1,3-საშუალო აქტიურობა;
1,5-მაღალი აქტიურობა.
მაგალითად, მამაკაცი 45 წლის, რომელიც იწონის 80 კგ, და არის ფიზიკურად ძალიან აქტიური უნდა ღებულობდეს: (0,0484*80+3,6534)*240=1807* 1,5=2710 კკალ, თუ ამდენ კალორიას მიიღებს ამ ასაკის და წონის ადამიანი, სხეულის მასა დარჩება სტაბილური ანუ არ მოიმატებს წონაში.
ქალი, იგივე ასაკის და იგივე წონის ანუ 80 კგ და 45 წლის, რომელსაც აგრეთვე აქტიური ფიზიკური დატვირთვა აქვს: (0,0342*80+3,5377)*240=1506*1,5=2259, როგორც ხედავთ ქალბატონებს გაცილებით ნაკლები კალორიები ჭირდებათ დღის განმავლობაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები
„ვცდილობთ, მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შევუქმნათ“
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...
„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...