სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ჰოლივუდის პოლიგლოტი მსახიობები
13-09-2018
-
+


ერთი უცხო ენის ცოდნაც კი ჩვენს კულტურულ საზღვრებს აფართოებს - მოგზაურობა უფრო საინტერესოა, ორიგინალში ფილმების ყურებასა და წიგნების კითხვას არაფერი შეედრება. საჯარო პროფესიების წარმომადგენლებისთვის კი უცხო ენების ცოდნა თითქმის აუცილებლობაა.

etaloni.ge-მ გაარკვია, რომელი ჰოლივუდის ვარსკვლავი საუბრობს იაპონურად, ესპანურად, არაბულად და სხვა ენებზე, რომლებიც მათთვის მშობლიური არ არის.

ნატალი პორტმანი


მსახიობი ნატალი პორტმანი, სავარაუდოდ, ჰოლივუდის მსახიობებს შორის ერთ-ერთია ვინც ყველაზე მეტი ენა იცის. ნატალი ისრაელში დაიბადა და მისი მშობლიური ენა ივრითია. დროთა განმავლობაში მან სრულფასოვნად ისწავლა ინგლისური და დამოუკიდებლად დაიწყო- გერმანული, ფრანგული და არაბული ენების სწავლა.

ვიგო მორტენსენი


პიტერ ჯექსონის ტრილოგიის - „ბეჭდების მბრძანებელი“ ვარსკვლავი დანიელისა და ამერიკელის ოჯახში დაიბადა. თითოეული მშობელი მას საკუთარ მშობლიურ ენაზე ესაუბრებოდა. ბავშვობაში ვიგო რაღაც პერიოდი ვენესუელაში ცხოვრობდა.

მომავალ მსახიობს ესპანურის სწავლა მოუწია. მოგვიანებით მორტენსენი უცხო ენების სიყვარულმა გაიტაცა და დამოუკიდებლად ისწავლა იტალიური და ფრანგული. გარდა ამისა, მან ასევე მეტ-ნაკლებად იცის ნორვეგიული, შვედური და რუსული.

დაიან კრიუგერი


გერმანელი მსახიობი დაიან კრიუგერი რაღაც პერიოდი ცნობილ ფრანგ რეჟისორ ლუკ ბესონს ხვდებოდა. ბესონთან ურთიერთობა მისთვის შესანიშნავი მოტივაცია გახდა ფრანგული ენის ასათვისებლად. მოგვიანებით, მსახიობმა განაცხადა, რომ უცხო ენები მისი ჰობი გახდა. მსახიობმა მშობლიური და ფრანგული ენების გარდა ესპანური, იტალიური და ცოტა პორტუგალიური იცის. 

შარლიზ ტერონი


ჰოლივუდის მსახიობის მშობლიური ენა აფრიკაანსია. იგი სამხრეთ აფრიკაში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან უცხო ენების შესწავლის ნიჭი ჰქონდა - საკუთარ თანაკლასელებთან საურთიერთოდ  მარტივად ისწავლა აფრიკაანსის რამდენიმე დიალექტი, რომლებიც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთიგან, ამერიკაში გადასვლის შემდეგ კი სრულყოფილად დაეუფლა ინგლისურს. რა თქმა უნდა, მას სამხრეთაფრიკული აქცენტის მოსაშორებლად რაღაც დრო დასჭირდა. 

ედვარდ ნორტონი


ედვარდ ნორტონმა იელის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, იაპონურის სწავლა დაიწყო. მალევე იაპონიაში გაემგზავრა, სადაც ბაბუის სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. ადგილობრივ კოლეგენთან მოლაპარაკებებმა ნორტონს საშუალება მისცა იაპონური ენა დაეხვეწა - მან ბევრი იეროგლიფი იცის და ფაქტობრივად აქცენტის გარეშე ლაპარაკობს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სტუდენტთა მობილობის შედეგები გამოქვეყნდა

განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა - იხილეთ, რეკომენდაციები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება