სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დასრულდება თუ არა გზების რეაბილიტაცია სკოლებში სწავლის დაწყებამდე? - Etaloni.ge-ს მერიაში უპასუხეს
11-09-2018
-
+


სკოლებში სწავლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და დედაქალაქში კვლავ სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს. თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, 17 სექტემბრამდე, რა დროსაც სწავლა ოფიციალურად ყველა საჯარო სკოლაში დაიწყება, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე დასრულებული იქნება. 

თუმცა წინ მხოლოდ რამდენიმე დღეღაა და უგზოობის გამო შექმნილი საცობები თბილისელებისთვის კითხვის ნიშნად იქცა-მოახერხებენ თუ არა მოსწავლეების სკოლებამდე უსაფრთხოდ და დროზე მიყვანას?

Etaloni.ge-ს აღნიშნულ თემაზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების პრესცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხიკვიშვილი ესაუბრა:

„რაც ბატონმა მერმა განაცხადა, შემიძლია დავადასტურო-სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა იმ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც ამ წუთას ქალაქში მიმდინარეობს (მაგალითისთვის, შარტავას და კოსტავას ქუჩების მონაკვეთზე), დაიგება ასფალტსაფარის ქვედა ფენა და ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება. აღნიშნული როგორც შარტავასა და კოსტავას ქუჩების მონაკვეთს, ასევე ბარათაშვილისა და ავლაბრის აღმართს შეეხება. 

ხაზგასასმელია, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას საუბარი მხოლოდ საავტომობილო სავალ ნაწილზე არ არის. აქ რეაბილიტაცია უტარდება მთლიანად ქუჩებს-ეწყობა ველობილიკები, ახალი განათების ქსელი, ავლაბრის აღმართზე ახალი ტროტუარი, მოაჯირები და კიბე კეთდება. შესაბამისად, სავალი ნაწილი 17 სექტემბრამდე დაიგება, რომ ავტომობილებმა გადაადგილება შეძლონ. დანარჩენი სამუშაოები, ბუნებრივია, პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება“-განაცხადა ლაშა ჩხიკვიშვილმა. 

ცვლილებებია თბილისის მეტროპოლიტენშიც. 15 სექ­ტემ­ბრი­დან მეტ­რო­ში, პი­კის სა­ა­თე­ბი­სას მოც­დის დრო 4-5 წუ­თი­დან 3 წუ­თამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მე­რი­ის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
სსიპ დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება