სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გიორგი მაჩაბლის რეაქცია გათავისუფლებაზე - „თავის ქებას და ჩვენი საქმის განდიდებას ვერ დავიწყებ...“
10-09-2018
-
+


„ალბათ, ცოტა ხანში გახდება ცნობილი თუ სად მიხილავთ“,- ამის შესახებ Etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მაჩაბელმა განუცხადა მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე მისი და სხვა პირების თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ისაუბრა:

„რაც შეეხება მინისტრის გადაწყვეტილებას - საკადრო ცვლილებების პრეროგატივა უწყების ხელმძღვანელს აქვს, ამიტომ ამაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ პერიოდში რაც იყო გაკეთებული, უნდა შეაფასოს იმ საზოგადოებამ, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესებში. ვერც თავის ქებას და ვერც ჩვენი საქმის განდიდებას მე ვერ დავიწყებ. ასევე, ჩემთვის უცნობია ვინ იქნება ჩემი შემცვლელი“, - აღნიშნა მაჩაბელმა Etaloni.ge-სთან საუბრისას.

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდან მინისტრის მოადგილეები და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების ხელმძღვანელები გათავისუფლდნენ. 

თანამდებობები დატოვეს: გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გია მაჩაბელმა, ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.

პოსტი ასევე დატოვეს მინისტრის მოადგილეებმა ლია გიგაურმა და თემურ მურღულიამ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება