სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემია 156 წლისაა
10-09-2018
-
+


დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 156 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.

აკადემიამ თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად, სამხედრო და აკადემიური პროგრამები ყოველწლიურად იხვეწევა და ვითარდება.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2018-2019 სასწავლო წლისთვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 81 იუნკერი, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე 32 მსმენელი ჩაირიცხა.

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსზე 60-მა მსმენელმა, მათ შორის სამაგისტრო პროგრამის 9 იუნკერმა, ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 

პირველკურსელი იუნკერები ამჟამად ხუთკვირიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, რომლის დასრულების შემდეგაც სასწავლო პროცესს შეუერთდებიან.

სასწავლო წლის დაწყება და აკადემიის იუბილე იუნკერებს, მსმენელებსა და აკადემიის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და აკადემიის რექტორმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მიულოცეს და აკადემიის პირად შემადგენლობას უწყებრივი მედლები გადასცეს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება