სიახლეები
სიახლეები

სწავლისა და რეგისტრაციის ვადები პირველკურსელებისთვის
06-09-2018
-
+


პირველკურსელებისათვის ყველაზე აქტუალურ თემას ჩარიცხულ უმაღლეს სასწავლებლებში გასავლელი რეგისტრაციის ვადები და 2018-2019 სასწავლო წლის დაწყების თარიღი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, Etaloni.ge გთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში დადგენილ ინდივიდუალურ ვადებს: 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (კსუ) პირველკურსელთა რეგისტრაცია 6-12 სექტემბერს განხორციელდება. საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის სწავლა 10 სექტემბერს დაიწყება.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგისტრაცია იწარმოებს 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით. შემოდგომის სემესტრი 17 სექტემბერს იწყება და 12 იანვარს სრულდება.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 6 სექტემბერს პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა იმართება. სასწავლო წელი კი 10 სექტემბერს დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელებისთვის რეგისტრაცია 3 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე იწარმოებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილიაუნი) საბაკალავრო საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის სწავლა 25 სექტემბერს დაიწყება. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) პირველკურსელების რეგისტრაცია 5-დან 26 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება და სწავლა 8 ოქტომბერს დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველკურსელებისთვის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას 3 სექტემბრიდან იწარმოებს და 15 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელდება. სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და  კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო წელის 17 სექტემბერს იწყებს რეგისტრაცია კი 3-დან 14 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია განხორციელდება 3 – 11 სექტემბერს, ლექციები17 სექტემბერს დაიწყება.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაშ საბაკალავრო
საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია შესაძლებელია 11 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო პროცესი პირველკურსელთათვის 1 ოქტომბერს დაიწყება.

ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ) პირველკურსელთათვის რეგისტრაცია 3-14 სექტემბერს განხორციელდება სწავლა კი 17 სექტემბერს დაიწყება. 

აგრარული უნივერსიტეტში სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება, მაანმდე კი პირველკურსელებმა რეგისტრაცია 12, 13, 14 სექტემბერს უნდა გაიარონ. 

თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები რეგისტრაციას 5 , 6, 7 სექტემბერს გაივლიან. სწავლა 10 სექტემბერს იწყება.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (გრუნი) 8 სექტემბრის ჩატვლით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია. შემოდგომის სემესტრი საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის 17 სექტემბერს დაიწყება.

დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ)  პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 4 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე. სააუდიტორიო მეცადინეობებს 17 სექტემბერს იწყებს და 29 დეკემბერს ასრულებს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პირველკურსელებმა სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში რეგისტრაცია 12 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. პირველსემესტრელები სწავლას დაიწყებენ 17 სექტემბერს.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ) პირველკურსელთა რეგისტრაცია 10-დან 13 სექტემბრამდე გაგრძელდება, სასწავლო პროცესი კი 1 ოქტომბერს დაიწყება.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა)  სარეგისტრაციო პროცედურები 8 სექტემბრამდე გასტანს.

საქართველოს უნივერსიტეტში პირველკურსელების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბაკალავრები სწავლას 17 სექტემბერს დაიწყებენ.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა  რეგისტრაცია 5 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს 17 სექტემბერს იწყებს, მანამდე კი პირველკურსელებთან შეხვედრა და რეგისტრაციის გავლა 12 სექტემბერს იგეგმება. 

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში (საბაუნი) პირველკურსელთა რეგისტრაცია შესაძლებელია 3-დან 14 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 24 სექტემბერს.

იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სემესტრის სტუდენტთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია 3-დან 26 სექტემბრამდე გასტანს. სწავლა 1 ოქტომბერს დაიწყება.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი დაიწყება 17 სექტემბერს. პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით.

ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების თარიღად განისაზღვრა 17 სექტემბერი. საბუთების მიღება 10- დან 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. სასწავლო პროცესი კი 1 ოქტომბერს დაიწყება.

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული რეგისტრაციისა და სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვრა 15 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდი, აკადემიური რეგისტრაციის ვადად კი 17-24 სექტემბერი. სწავლა 25 სექტემბერს დაიწყება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 29 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით.


კომენტარები


ეტალონი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების შედეგად გამოვლინდება, 2024 წლის ონის „ეტალონი გუნდი“
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
სიახლეები
„კატეგორიულად ვემიჯნებით ცენტრის განცხადებას, რომლითაც ჩრდილი ადგება ახალგაზრდობის ნათელ, გულწრფელ და სამართლიან პროტესტს“ - EQE -ს თანამშრომლები 
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
„ადმინისტრაცია ვალდებულია უწყვეტად წარმართოს სასწავლო პროცესი, რათა არ დაირღვეს ავტორიზაციის სტანდარტი“ - EQE მოსწავლე-სტუდენტების გაფიცვაზე
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საზეიმო განწყობას შესაბამისი დეკორაციითა და ბუშტებით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო
მოსწავლეთა შემოქმედობითობით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება