სიახლეები
სამასწავლებლო

6-დღიანი სწავლა, დატვირთული გრაფიკი, მეტი წიგნი - როგორ ახასიათებენ სკოლის დირექტორები გასული საუკუნის სასწავლო პროგრამას
23-08-2018
-
+


თანამედროვე სასწავლო სისტემა მოსწავლეს ინფორმაციის სწრაფად ათვისების შესაძლებლობას აძლევს, ამავდროულად, ითვალისწინებს, თუ რა მიმართულება აინტერესებს  ბავშვს. მიუხედავად ამისა, ალბათ, ხშირად გვსმენია, რომ ადრე მოსწავლე მეტად დატვირთული გახლდათ, შესაბამისად, სწავლა მეტად ეფექტური იყო. Etaloni.ge დაუკავშირდა საჯარო სკოლის დირექტორებს, რომელთაც გასული საუკუნისა და თანამედროვე სასწავლო პროგრამები ერთმანეთს შეადარეს.

დუცხუნის საჯარო სკოლა, დირექტორი თეა თვალაბეიშვილი: ჩვენი მოსწავლეობის პერიოდში დატვირთულნიც ვიყავით და მეტიც მოგვეთხოვებოდა. ახლა ბავშვებს არჩევანის მხრივ დიდი თავისუფლება აქვთ. მაგალითად, ჩვენ ყველა საგანი უნდა გვესწავლა და თუ გვინდოდა კარგი მოსწავლის სახელი გვქონოდა, ყველა საგანში 5-იანი უნდა მიგვეღო. ახლა არჩევანის უფლება აქვთ იმ მხრივ, რომ აღნიშნავენ რომელი საგანი უფრო აინტერესებთ და რისკენ აქვთ მიდრეკილება, რასაც მასწავლებლები ვითვალისწინებთ. შესაბამისად, აბსოლუტურად განსხვავებული სისტემებია. დღეს ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიებით ინფორმაციასთან მეტი წვდომა აქვთ და სწავლის მეტი შესაძლებლობაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე, სამწუხაროდ, წიგნი დაიჩრდილა. ვისაც აქვს სურვილი, კიდევ კითხულობს, თუმცა ზოგადი ფონი ამგვარია, რომ წიგნებს ნაკლებად კითხულობენ. ეს კი, ვფიქრობ, რომ უარყოფითი მოვლენაა. ჩვენს დროს წიგნს უფრო მეტად ვკითხულობდით, ახლა მოსწავლეები ინტერნეტს მეტ უპირატესობას ანიჭებენ. 

ძიმითის საჯარო სკოლა, დირექტორი მალხაზ სამსონია: ჩვენს დროს 6 დღიანი სამუშაო კვირა იყო, შესაბამისად, სკოლაში შაბათ დღესაც დავდიოდით. გაკვეთილების ხანგრძლივობა, ალბათ, იგივე იყო, თუმცა 6 დღის ხარჯზე დატვირთვა, რა თქმა უნდა, მეტი გახლდათ. ადრე ძირითადად ლექციის ტიპის გაკვეთილები ტარდებოდა, ანუ სადაც მასწავლებელი იყო მთავარი, ავტორიტეტი. რაც შეეხება თანამედროვე სასწავლო სისტემას-მომწონს. რა თქმა უნდა, თანდათან იხვეწება, რეფორმები ტარდება, სქემა ვითარდება, ნაკლოვანებები სწორდება, შესაბამისად, ცალსახად თანამედროვე მიდგომების მხარეზე გახლავართ. მოსწავლეს დღეს შედარებაც არ შეიძლება იმდენად მრავალფეროვანი და სხვადასხვა საშუალება აქვს ინფორმაციის მისაღებად. ამავდროულად, თანამედროვე სასწავლო გეგმა მოიცავს სწორედ იმას, რომ მოსწავლეს სწავლის პარალელურად თავისუფალი დროც დარჩეს. თუმცა ნაკლოვანებებიც აქვს თანამედროვე სისტემას-ინფრასტრუქტურის პრობლემებია იმ ფონზე, როცა ტექნოლოგიური გამოწვევები ძლიერდება; უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხშირად ხარვეზებია, რაც ისევ ინფრასტრუქტურას უკავშირდება. ამასთან, კვალიფიკაციაც - ბევრი მასწავლებელი ძალიან კვალიფიციურია, მაგრამ ამ მხრივაც არსებობს მინუსები. თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორებისკენ მიდის. 

დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა, დირექტორი ზაზა ცეცხლაძე: მე მომიწია კომუნისტური პერიოდის საგანმანათლებლო სისტემამ. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა-შაბათსაც ვსწავლობდით. ახლანდელ სისტემაში მოსწავლეს შეფასება შეიძლება მთელი კვირის განმავლობაში არ ჰქონდეს მიღებული და ერთ დღეში შეაფასო, რის გამოც მან სემესტრული ან წლიური ნიშანი მიიღოს. თანამედროვე სასწავლო სისტემის პლუსი ის გახლავთ, რომ მოსწავლეებს მეტი თავისუფლება აქვთ და აზრის დაფიქსირება უფრო თამამად შეუძლიათ. ჩვენს დროს მხოლოდ წიგნის ენით უნდა გვესაუბრა. ჩვენი დროის სასწავლო სისტემას კი იმ მხრივ ჰქონდა პლუსი, რომ თავისუფალ დროს წიგნის კითხვაში ვატარებდით, რაც დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე, შედარებით შემცირდა. მეორე მხრივ, ინტერნეტმა მოსწავლეებს მეტ ინფორმაციასთან წვდომის საშუალება მისცა და სიახლეების უფრო სწრაფად ათვისება გახდა შესაძლებელი. 

ბახვის საჯარო სკოლა, დირექტორი მზია ვაშალომიძე: ამ გადასახედიდან, რომ ვუყურებ, მოსწავლეს ახლა არჩევანის და მეტი განვითარების საშუალება აქვს, რაც კარგია. ჩვენს დროს სასწავლო პროგრამა ისეთი გადატვირთული იყო, რომ დღევანდელთან შედარებაც არ შეიძლება, რასაც დადებითად არ ვუყურებ. დღეს სწავლა უფრო საინტერესოა, შინაარსობრივია, ვიდრე-მაშინ. რაც არ მომწონს, არის წიგნის მიმართ ინტერესის განელება და არ ვიცი ეს ტექნიკური პროგრესის თუ სხვა ფაქტორის ბრალია. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ მაშინდელი ზოგადი განათლების დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღევანდელია. თუმცა ის, რომ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა დღეს გაზრდილია, მხოლოდ მისასალმებელია. 

კომენტარები


ეტალონი

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

სიახლეები

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

დამსახურებული მასწავლებელი 1000-ლარიან ფინანსურ დახმარებას მიიღებს - მუნიციპალური ბიუჯეტი

ქვეყნები, სადაც ყოფაქცევისთვის ნიშანი იწერება 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

პროექტის განხორციელებამდე მოსწავლეებმა გაისირნეს ბუნებში

სკოლაში საოცარი ფერთა გამა, სასიამოვნო სურნელი და საზეიმო განწყობა იგრძნობოდა დილიდანვე

გაკვეთილმა ხელი შეუწყო ფინანსური განათლების პოპულარიზაციას სკოლაში და განამტკიცა მოსწავლეთა სოციალური და ეკონომიკური კომპეტენციები

 

 

საინტერესო

ქვეყნები, სადაც ყოფაქცევისთვის ნიშანი იწერება 

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

სიახლეები
საზოგადოება