სიახლეები
ყველაზე პოპულარული


ქართული საბავშვო ფილმები, რომლის ჩვენებებს სკოლებში უნდა აწყობდნენ
10-08-2018
-
+


ქართული კინო ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და მას საუკუნოვანი ისტორია აქვს. 

საქართველოში კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როდესაც რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა ბაქოში ფილმების გადაღება დაიწყო. პირველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც დღემდე შემორჩა გახლავთ 1912 წელს გადაღებული „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. 6 წლის შემდეგ გადაიღო გერმანე გოგიტიძემ პირველი ქართული ფილმი „ქრისტინე“...

ქართულ კინოს ჰქონდა აყვავების ხანა, თუმცა ეს პროცესი მძიმე 90-იანი წლების შემდეგ შეჩერდა და რაც მთავარია, ქართული კინოს შინაარსი შეიცვალა...

ამჯერად გთავაზობთ ქართულ  საბავშვო ფილმებს, რომლებიც უფროსი თაობიდან ყველას უნახავს, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი თაობისთვის უცნობ ფილმებად რჩება.

1. ზღარბი - 1978 წელი

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორიც ალექსანდრე ნინუა გახლავთ, სკოლის მოსწავლეების ლიასა და გოგის გაუცნობიერებელ კონფლიქტზე მოგვითხრობს.  ბიჭი, რომელიც უცნაური თმის გამო ხშირად ხვდება ყურადღების ცენტრში, ყველანაირად ცდილობს, რომ ამ პრობლემას ებრძლოს. ფინალი საბოლოოდ სევდიანი, მაგრამ მოზარდებისთვის დამაფიქრებელია.

2.  ტბა - 1998 წელი

რეჟისორი - კახა კიკაბიძე, სრულმეტრაჟიანი ფილმი. 

მას შემდეგ, რაც მთავარი გმირის, ზურას მამას კლავენ, დედა და შვილი სოფლიდან ქალაქში ჩამოდიან. მამის სიკვდილი ზურას ფსიქიკას სამუდამოდ შეარყევს. საკუთარი თავის განმტკიცების მიზნით, ახალ თანაკლასელებს იგი თავის ნებაზე ათამაშებს და სკოლის ლიდერი ხდება, მაგრამ საკუთარ თავთან დარჩენილი, ეული და მარტოსულია. ზურა სხვებთან ნიღბის ტარებას დიდხანს ვერ შეძლებს და საბოლოოდ, თანაკლასელები მას ზურგს აქცევენ.

 

3. მეტიჩარა - 1988 წელი

რეჟისორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია

ბათუმელი ფოტოგრაფი რობინზონი მოუთმენლად ელის თბილისიდან შვილს, რომელიც ცოლთან დაშორების შემდეგ აღარ უნახავს. მამინაცვალთან გაზრდილი გოგონა მამასთან უცხოდ გრძნობს თავს და ამიტომ მამა დასაახლოვებლად მას დელფინარიუმიდან გაპარული დელფინის, „მეტიჩარას" საიდუმლოს გაანდობს...

 

4. სხვისი შვილები - 1958 წელი

რეჟისორი - თენგიზ აბულაძე

სტუდენტი ნატო ქუჩაში ორ ბავშვს გაიცნობს და დაუმეგობრდება. დაქვრივებული დათო, ბავშვების მამა, ახლახანდაცილდა თავის შეყვარებულს - თეოს, რომელმაც ბავშვებთან საერთო ენა ვერ გამონახა. სტუდენტი ქალიშვილი გულისხმიერებას არ იშურებს და დედის მაგივრობას უწევს უდედო და-ძმას. მისი სათნო ბუნება ბავშვების მამასაც ხიბლავს და ქალიშვილს ცოლად თხოულობს, მაგრამ მამა ძველ გატაცებას თავს ვერ აღწევს და ოჯახს ტოვებს. შეურაცხყოფილი ნატო სახლიდან მიდის, მაგრამ უმწეო ბავშვები მისთვის სულერთი აღარაა. იგი სხვის შვილებს უბრუნდება.

 

5. ძაღლი - 1979 წელი

რეჟისორი - ლეილა გორდილაძე

გოგიტა სოფლის სასადილოსთან მოწანწალე მებუფეტის მიერ დამდუღრულ ძაღლს შინ წაიყვანს და გამოაკეთებს. ძაღლს ბაბუა სპირიდონიც შეეჩვევა. ერთხელ სოფელში მკვდარ ძაღლს იპოვიან, რომელსაც სხვა ძაღლები დაუკბენია. იმის შიშით, რომ ძაღლი ცოფიანი იყო მთელი სოფლის ძაღლებს დახოცავენ. მეზობელი ბადრია ბაბუასაც ურჩევს ძაღლის მოკვლას. ბაბუა და შვილიშვილი ძაღლს სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებენ და მეზობლები რომ არ გაანაწყენონ, გოგიტა მას სოფლიდან გაუშვებს.

ბაბუას სიკვდილის შემდეგ მის პანაშვიდზე ძაღლი გამოჩნდება, გოგიტასთან ჩაიმუხლებს და სამძიმარზე შემოსულ ბადრიას მიცვალებულთან მიახლოვების საშუალებას არ მისცემს. მამის ომიდან დაბრუნებამდე გოგიტას მარტოობას ძაღლი გაიზიარებს.

იხილეთ ასევე:

ქართული კინო კადრს მიღმა - ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

 

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება