სიახლეები
ყველაზე პოპულარული


ქართული კინო კადრს მიღმა - ფოტოები
04-08-2018
-
+


ქართული კინო თავისი არსებობის 100-ზე მეტ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში ქართულმა კინემატოგრაფიამ მრავალი ფილმით, რეჟისორით, მსახიობით, სცენარისტითა და პერსონაჟით დაგვამახსოვრა თავი. 

ქართული კინო სათავეს მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს, როცა 1908-1910 წლებში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმები შეიქმნა. 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო „აკაკი-წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც მსოფლიო დოკუმენტიკის უნიკალური ძეგლია. ამ დროიდან მოყოლებული ეტაპობრივად იქმნებოდა „ქრისტინე“, „მაგდანას ლურჯა“, „ჯარისკაცის მამა“, „ნატვრის ხე“, „ვედრება“ და მრავალი სხვა. 

Etaloni.ge გთავაზობთ კადრს მიღმა ფოტოებს, რომელიც კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ქართული კინოს სიდიადეს და მის წარმომადგენლებს. 

ლეილა აბაშიძე და აკაკი ყუფუნია (ყაზბეგი, „ხევისბერი გოჩას“ გადაღებები)



სესილია თაყაიშვილი, მარინე თბილელი და იპოლიტე ხვიჩია ფილმის „თოჯინები იცინიან“ გადაღებებისას



ბუბა კიკაბიძე, გიორგი დანელია და ფირუზ მკრტიჩიანი „მიმინოს“ გადაღებებისას




მსახიობები: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლალი ბადურაშვილი და თენგიზ არჩვაძე „დიდოსტატის მარჯვენას“ გადაღებების დროს ხვდებიან კონსტანტინე გამსახურდიას




მერაბ კოკოჩაშვილი იღებს „დიდ მწვანე ველს“ 




ომარ ჩიტაია, კონსტანტინე მიქაბერიძე, ლეილა აბაშიძე, ვახტანგ ნინუა, ნატა წერეთელი, ჯუნა წერეთელი, ანნა კაპანაძე (ფილმი „აკაკის აკვანი“)



რეზო ჩხეიძე და სერგო ზაქარიაძე („ჯარისკაცის მამა“) 



დუდუხანა წეროძე, ბელა მირიანაშვილი, აკაკი კვანტალიანი, ვახტანგ ნინუა, აბესალომ ლორია „უდიპლომო სასიძოს“ გადაღებისას




„ქეთო და კოტე“, შალვა გედევანიშვილი რეპეტიციას ატარებს 



ქართველი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე, რეჟისორი ნანა მჭედლიძე და „პირველი მერცხლის“ შემოქმედებითი გუნდი 



რეჟისორი ელდარ შენგელაია 



თენგიზ აბულაძე და ნანი ჩიქვინაძე „მაგდანას ლურჯას“ გადაღებებისას 




ლიკა ქავჟარაძე და „ნატვრის ხე“



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება