TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა დოზით უნდა ჩაერთოს ბებია და ბაბუა შვილიშვილების აღზრდაში
10-08-2018
-
+


ბებია-ბაბუების და შვილიშვილების ურთიერთობა შეუცვლელია. ისინი სწორედ ის ადამიანები არიან, ვისგანაც ჩვენ ყველაზე დიდ სითბოსა და სიყვარულს ვიღებთ. 

თანამედროვე სამყაროში აღარავის უკვირს, რომ ახალგაზრდა მშობლები მაქსიმალურად არიან ჩართულები პროფესიულ საქმიანობაში და შვილების აღსაზრდელად ნაკლები დრო რჩებათ. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრიდან ამან შეიძლება ბავშვის ფსიქოლოგიაზე იმოქმედოს. ასეთ შემთხვევებში ბავშვების აღმზრდელებად ყველაზე ხშირად ბებია-ბაბუები გვევლინებიან. მათი სიყვარული კი იმდენად დიდია, რომ ამან შეიძლება ბავშვის არათანმიმდევრულ აღზრდამდე მიგვიყვანოს. 

ოჯახში ახალი წევრის გამოჩენა ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს საოცარ ტრანსფორმაციას იწვევს პირველ რიგში მშობლებში და მერე ბებია-ბაბუებში. ბავშვის აღზრდაში, პირველ რიგში, მშობლების აქტიური ჩართვაა აუცილებელი. მათ უნდა ჰქონდეთ შვილებთან ემოციური კავშირი და უპირობოდ იღებდნენ მათ. უნდა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება, დაცულობა, დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები და მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის განვითარება ნორმალურ გარემოში ხდება. 

ბებია-ბაბუების ბავშვების აღზრდაში ჩართვა, უპირველესად, პოზიტიურ გავლენას ახდენს ბავშვზე. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ სამთაობიან ოჯახში (ბავშვი, მშობლები, ბებია-ბაბუა) ბავშვი უფრო დაცულად გრძნობს თავს და ამდენად, უფროსი თაობის მონაწილეობა აღზრდაში სასურველია. 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელიც თავადაც ბებიაა, ამბობს, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ბავშვს ჰყავს მშობლები და შენი მოვალეობა დისციპლინა არაა. 

„ამას მშობლები ისედაც აკეთებენ და შენ გრჩება ყველაზე გემრიელი ნაწილი - გიყვარდეს შვილიშვილი და უყურო, თუ როგორ იზრდება. მშობელი ყოველთვის გაზრდის თავის შვილს, თუ ჩვენ ამას ვაცდით. სტანდარტული შემთხვევის დროს ბებია-ბაბუებს არ უწევთ მშობლების როლის შეთვისება და მათი ასოცირება აღზრდასთან არ ხდება,“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი. 

ყველა ურთიერთობაში აუცილებელია ზომიერების დაცვა. უფროს თაობას გაცნობიერებული და გათავისებული უნდა ჰქონდეს თავიანთი როლი, მოვალეობა და ფუნქციები. როცა ბებიები და ბაბუები პირდაპირ ერთვებიან შვილიშვილების აღზრდაში, ხშირად ჩნდება არასწორი დამოკიდებულებები. ეს ხდება მაშინ, როცა მშობლები დაკავებულები არიან, ან ფიქრობენ, რომ ვერ გაართმევენ თავს მშობლის მოვალეობას. შედეგად კი, ბავშვი დგება საფრთხის წინაშე. მას ეუფლება გაუცხოების განცდა, თავს გრძნობს დაუცველად, აკლდება ყურადღება, რაც მომავალში უამრავი პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს. 

ხშირად შვილიშვილები ბებიებთან და ბაბუებთან ე.წ თავშესაფარს პოულობენ. როცა მშობელი შვილს უბრაზდება ან შენიშვნას აძლევს, არაა მიზანშეწონილი ბებიების და ბაბუების გამოქომაგება. ეს ბავშვს აბნევს, რადგან ვერ გადაუწყვეტია, მშობელი რატომ უკრძალავს იმას, რასაც ბებია-ბაბუები არ უშლიან. ამან შეიძლება მშობლების მიმართ აგრესია გამოიწვიოს, შემდგომ კი კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, ბებიებმა და ბაბუებმა პატივი უნდა სცენ მშობლების კანონებს და ბავშვს არ  მისცენ უფლება, მშობლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, რადგან ამ დროს ის ვერ გაითავისებს მოცემულ წესებს და მუდმივად შეეცდება, მათ დარღვევას. ამან კი შეიძლება, მის განვითარებას შეუშალოს ხელი. 

ნათია ფანჯიკიძის თქმით, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო: „ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ყველას საკუთარი მიდგომა აქვს, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს საერთო წესი, რის მიხედვითაც აღიზრდება ბავშვი, ამ წესში კი ცვლილებები არ შეიძლება,“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი.  

ბავშვები პატარა მეცნიერები არიან, რომლებისთვისაც სამყაროს შეცნობის პროცესი ყველაზე საინტერესო და სასიამოვნოა. მათ ოჯახის მზრუნველობა და სიყვარული სჭირდებათ. დედა, მამა, ბებია და ბაბუა კი ქმნიან ოჯახს, რომლის წევრების ჰარმონიული და შეთანხმებული მოქმედებები განვითარებულ და ჩამოყალიბებულ პიროვნებას ზრდიან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება