სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

შეიძლება თუ არა ბავშვის დარწევა - ექიმ კომაროვსკის პასუხი აქტუალურ კითხვაზე
01-08-2018
-
+


მშობლების ცხოვრებაში ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით გამუდმებით ჩნდება მოულოდნელი და გადაუწყვეტელი საკითხები.

ერთ-ერთი მათგანია - შეიძლება თუ არა ბავშვის დარწევა. ამ კითხვას ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსი წიგნში - “თქვენი შვილის ცხოვრების პირველ წელს გასათვალისწინებელი 365 რჩევა “ პასუხობს.

„რწევას ეძახიან სხვადასხვა სახის მცდელობას ბავშვის დასაძინებლად, სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსივობის მოძრაობების საშუალებით. ბავშვს რომელსაც დაძინება არ უნდა ხშორად, საბავშვო ეტლში ან საწოლში არწევენ. ასევე არსებობს მრავალრიცხოვანი მოწყობილობები, რომელშიც ეს პროცესი ავტომატიზირებულია. რწევის ყველაზე გავრცელებული მეთოდია - მშობლების ხელში დარწევა, რომლებიც ბავშვს ყველა შესაძლო ხერხით არწევენ, ოთახში დადიან, ხტუნაობენ, ცეკვავენ და ა.შ.

გახსოვდეთ: რწევა ბავშვს კოლიკას არ შეუმსუბუქებს, არც წყურვილსა და შიმშილს გაუქრობს. რწევა არ აღმოფხვრის ტკივილს და არ გააუმჯობესებს შენობაში  ჟანგბადის მაჩვენებლებს. რწევას არ შეუძლია აღმოფხრას არც ერთი ის შესაძლო მიზეზი, რაც ბავშვს მშვიდად დაძინებაში უშლის ხელს. მაგრამ ბავშვი მალე ეჩვევა დაძინების ასეთ რიტუალს და მშობლები საოჯახო სააქმეების გაკეთების და დასვენებბის ნაცვლად იძულებული არიან უსარგებლო რწევით დაკავდნენ. რწევით, რომელზე დამოკიდებულიც ოჯახის ყველა წევრი გახდა.

ბავშვის რწევა პრობლემებს არ აგვარებს, პირიქით მშობლებს პრობლემებს უქმნის. არ დაიწყოთ, არ არწიოთ, არ ჩამოუყალიბოთ ბავშვებს დამოკიდებულება“, - აღნიშნავს ცნობილი პედიატრი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება