სიახლეები
სამასწავლებლო

რა არის სკოლის ეფექტურად მართვისთვის მთავარი? - დირექტორები გამოცდილებას გვიზიარებენ
31-07-2018
-
+


სასწავლო დაწესებულების მართვა საკმაოდ შრომატევადია. სკოლის დირექტორი მენეჯერი, ადმინისტრატორი, წინამძღოლი და ხშირად მაწავლებელიც არის. თითოეული ეს როლი ცალკე აღებულ საქმიანობას გულისხმობს. დირექტორის პროფესია კი ამ ყველაფერს ითავსებს. 

თუ რა არის სკოლის ხელმძღვანელების საიდუმლო და სკოლის ეფექტურად მართვისთვის მთავარი Etaloni.ge-ს თან სკოლის დირექტორები საუბრობენ.

ბრილის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ზოიძე:

„ჩემი აზრით, დირექტორი პირველ რიგში კარგი მენეჯერი უნდა იყოს, ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას ფლობდეს, იყოს კომუნიკაბელური და თავისი საქმის პროფესიონალი. სკოლის მართვისთვის უმნიშვნელოვანესია კოლეგებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა, აუცილებელის სხვისი აზრის გაზიარება თუ გათვალისწინება. მათი საჭიროებიდან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს სამუშაო პროცესი, რომ მათთვის სახალისო იყოს სკოლაში მუშაობა. 

რა თქმა უნდა, მთავარი ამოსავალი პრინციპი მოსწავლეა,  აუცილებელია სწავლის ხარისხის ზრდა და საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებისთვის ზრუნვაც“.

ხიჭაურის საჯარო სკოლის დირექტორი მამუდ მიქელაძე:

„სკოლას გამოცდილი ხელმძღვანელი სჭირდება, დირექტორი კარგი მენეჯერი უნდა იყოს, განათლებული. მართვის პროცესს ხელს უწყობს პირველ რიგში სამეურვეო საბჭო. აღსანიშნავია, მოსწავლეთა თვითმართველობა, რომელსაც აქტიურ როლს თამაშობს სკოლის სასკოლო ცხოვრებასა და მართვაში. ამ ყველაფერს სკოლის ხელმძღვანელობა უნდა აფასებდეს, ცდილობდეს მოსწავლეები სკოლის მართვაში იყვნენ ჩართულები. თვითმართველობის თავჯდომარე სკოლის მოსწავლეა და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სკოლას ნამდვილად ასეთი სტრუქტურა სჭირდება. სკოლის დირექტორს სასწავლო დაწესებულების ეფექტურად მართვისთვის უნდა ჰყავდეს მოადგილე.“

ანანურის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი მამისაშვილი: 

„კარგ მენეჯერობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თავისთავად თუ დირექტორს ადამიანური რესურსიც ჰყავს ისეთი, რომელიც ეფექტურად მართვაში დაეხმარება, იდეალურია. რა თქმა უნდა, გარემოც უნდა იყოს სკოლაში - როცა არის მშვიდი და კეთილგანწყობილი გარემო, კარგი მენეჯერი ძალიან ბევრ კარგ პროექტს განახორციელებს. მნიშვნელოვანია ასევე სკოლა იყოს ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული. მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, კარგი კომუნიკაცია.“ 

საშაბუროს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაბუშანური:

„მთავარი მზაობაა, განწყობა, თვითონ იყოს დაინტერესებული, კარგი მენეჯერი უნდა იყოს, კარგად ფლობდეს კანონებს, მოსწავლეთა ხასიათს იცნობდეს, ფსიქოლოგიც იყოს. მნიშვნელოვანია პედაგოგებთან ურთიერთობა, პედაგოგებთან მიდგომის სტილი, მე ეს მეხმარება, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან კარგი ურთიერთობა და მუდმივი კომუნიკაცია მაქვს. ამასთან, აუცილებელია იყო გაწონასწორებული პიროვნება და სამართლიანი ხელმძღვანელი.“

ზაზა ფერაძის სახელობის შორაპნის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ოსაძე:

„სკოლის ეფექტურად მართვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. უნდა გაითვალისწინო კონკურენტი სკოლები, გააკეთო სკოლის სოცანალიზი, გააჩნია როგორი გუნდი გყავს, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ გუნდთან გქონდეს აქტიური ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ურთიერთობებია ყველაზე მთავარი.“ 

ბოსტანის საჯარო სკოლის დირექტორი გია ჯოხაძე: 

„ერთმანეთთან შეჯერებული უნდა იყოს კარგი მენეჯერობა, წინამძღოლობა, ადმინისტრატორობა, რომ სკოლა წარმატებული იყოს. უმნიშვნელოვანესია თანამშრომლებთან გულახდილობა, პრობლემებზე საუბარი და მათი აზრის გაზიარება. ადამიანური ურთიერთობები ერთ-ერთი საფუძველია იმისთვის, რომ სკოლა ეფექტურად მართო. სამართლიანი უნდა იყო, რომ გუნდი გამოგყვეს და შენთან ერთად იმუშაობს. ამასთან, სკოლის მართვაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული მშობლები და მათი აზრი გაითვალისწინო.“

მესტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა რატიანი:

„პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ სტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული, თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, შემდეგ მასწავლებელთა ჯგუფი და, რა თქმა უნდა, კარგი მენეჯერი. მენეჯერი ვერაფერს გააკეთებს თუ მასწავლებელთა ჯგუფი არ ჰყავს ძლიერი და შეკრული, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია მშობლების ჩართულობა. აღსანიშნავია, რომ მესტიის N1 საჯარო სკოლაში, 1978 წლიდან ფაქტობრივად ნორმალური რემონტი არ ჩატარებულა, ეს განაპირობებს იმას, რომ ბავშვები სხვა სკოლებში უფრო შეჰყავთ, რადგან პრიორიტეტად მშობლები უსაფრთხო გარემოს აყენებენ. სხვა მხრივ, უძლიერესი მასწავლებელთა ჯგუფი მუშაობს, რომელთაც წარმატებული თაობები ჰყავთ გაზრდილი. ყოველწლიურად ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს ვუშვებთ, ჩვენ მოსწავლეებს მაღალი მოსწრება აქვთ და ეროვნულ გამოცდებსაც წარმატებით აბარებენ“. 

ბუთურაულის საჯარო სკოლის დირექტორი ბულბული მგელაძე:

„მთავარი მენეჯმენტია და სკოლის და მეთოდური ინფორმაციით რაც შეიძლება მაღალ დონეზე მომარაგება, სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. რადგან წიგნიერების დონე ბავშვებში მაინც ძალიან დაბალია, მოსწავლეებში წიგნის მიმართ ინტერესის გაზრდა. სახელმძღვანელოებში პატრიოტული თემატიკა უნდა იყოს წინწამოწეული. ჩვენი სკოლის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდობის მოზიდვა. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ცარიელი რომ არ დარჩეს. სოფელი იცლება, ყოველწლიურად მოსწავლეთა ნაკადი იკლებს. ახალგაზრდობა სოფელში რომ დარჩეს, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და კარგი განათლება მივცეთ“.

აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო დოლიძე:

„კარგი მენეჯერი არის საკმაოდ კარგი და წარმატებული სკოლის მმართველი. კარგი დირექტორი სამართლიანი უნდა იყოს, კაცთმოყვარე და ბევრი კარგი დადებითი თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს. ვიტყოდი, სამართლიანი მენეჯერი უნდა იყოს, აუცილებელია პროფესიონალიზმი და ადამიანების კარგად უნდა ესმოდეს“.

ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მზია ზარნაძე:

„მთავარია კადრების მომზადება, კადრები სკოლაში ძალიან კარგი უნდა იყოს და თითოეული მასწავლებელი მოსწავლეზე ორიენტირებული. შენ თავად უნდა იყო ისეთი, რომ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობა შეგეძლოს. თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თანამშრომლობითი ურთიერთობა თუ იქნება სკოლაში სკოლა ყოველთვის წარმატებული იქნება“. 

ზემოხევის საჯარო სკოლის დირექტორი რომან კონცელიზე:

„აუცილებელია კომუნიკაბელურობა, აზრთა გაზიარება, ერთპიროვნულად არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. დირექტორი კარგი მენეჯერი უნდა იყოს, პედაგოგებთან თანამშრომლობდეს, მათ აზრს ითვალისწინებდეს. სამართლიანი უნდა იყო, რომ სკოლა ეფექტურად მართო“. 

დაბაძველის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ზურაბაშვილი:

„სკოლის ეფექტურად მართვისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია სკოლის ფინანსური მხარე, საკანონმდებლო ბაზა, სახელმძღვანელოებისა და მხატვრული ლიტერატურის მრავალფეროვნება, ინტერნეტიზაცია უფრო აქტიურად. თანამედროვე ცხოვრებაში ინტერნეტის გარეშე შეუძლებელია იცხოვრო“.

გოგინაურის საჯარო სკოლის დირექტორი ლევან გოგიტიძე:

„პირველ რიგში ბაზა უნდა იყოს, შემდეგ მოსწავლეთა ჩართულობა, დირექტორს უნდა ჰქონდეს ორგანიზების ნიჭი, თანამშრომლობდეს პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია“. 

ილემის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა სხილაძე:

„სკოლის ეფექტურად მართვისთვის მთავარი არის გარემო, გარემოში იგულისხმება უსაფრთხოებაც, მატერიალური და ტექნიკური რესურსიც, კარგი ინფრასტრუქტურა, რომელსაც ძალიან მოკლებული ვართ. ეფექტურად მართვისთვის მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები, ხელმძღვანელის, მენეჯერის დამოკიდებულება თავისი საქმისადმი, მნიშვნელოვანია პედაგოგიური კოლექტივი, ბავშვებთან ურთიერთობა, აუციელებელია სკოლის მართვაში მშობელთა ჩართულობა, მეტ ეფექტს იძლევა, ამის გამოცდილება გვაქვს და კარგად მუშაობს. მნიშვნელოვანია ასევე თემთან ურთიერთობა, რაც ეფექტურად მართვისთვის აუცილებელია“.

სხეფის საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ დავითაძე:

„ეფექტურად მართვისთვის მნიშვნელოვანია კარგი მენეჯერობა და კარგი მასწავლებლობა, კარგი წინამძღოლობა, ყველა ერთად უნდა იყოს ერთ ადამიანში თავმოყრილი, უნდა გიყვარდეს ყველაზე მეტად ბავშვი, მოსწავლე და შენი საქმე. საქმეში გული და სული უნდა ჩადო.“

გრიგოლაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ გრიგოლაშვილი:

„როცა სკოლის მართვას ეხება საქმე ბავშვია პრიორიტეტი, თუ რა სჭირდება ბავშვს. კარგი მენეჯერობა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ კარგი მენეჯერი კარგი მასწავლებლების გარეშე ვერეფერს გააკეთებს, მას მასწავლებლები უნდა ჰყავდეს მაღალკვალიფიციური. მენეჯერს უნდა ჰქონდეს ხედვა, წლიური სამუშაო გეგმა, შეიმუშავოს სტრატეგიული გეგმა, რომელიც სკოლაზე იქნება მორგებული, ყოველთვის უნდა ცდილობდეს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და ორიენტირებული იყოს მოსწავლეზე“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება