სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბევრი სექტემბერში გაიგებს, რა სახელმძღვანელოთი მოუწევს სწავლება“ - პედაგოგები სახელმძღვანელოების არჩევაზე
23-07-2018
-
+


ახალი სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. თუმცა, როგორც ცნობილია, განათლების სამინისტროს ჯერ გრიფირების პროცესი არ დაუსრულებია. სკოლებს კი უკვე სამინისტრო სთხოვს, შეარჩიოს ის წიგნები, რომლითაც მათი მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ისწავლიან.

რამდენიმე დღის წინ სკოლებმა სამინისტროსგან წერილი მიიღეს, რომლის მიხედვითაც უნდა შეარჩიონ მათთვის მისაღები სახელმძღვანელო/სერია:

„საჯარო და კერძო სკოლებს საშუალება გეძლევათ გაეცნოთ სისტემაში ასახულ სახელმძღვანელოებს/სერიებს და შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები სახელმძღვანელო/სერია ახალი მიდგომით. კერძოდ, იმ საგნებში, სადაც შემოთავაზებულია რამდენიმე ალტერნატიული სერია, სახელმძღვანელოებს არჩევთ მათთვის პრიორიტეტების მინიჭების (რანგირების) გზით. ანუ, სკოლის მიერ ხდება არა ერთი სახელმძღანელოს შერჩევა, არამედ რანგის ნომრის მინიჭება პირველიდან (ყველაზე სასურველი) სახელმძღვანელოების რაოდენობის დიაპაზონში. რანგირების ეს მოდელი უკვე ინტეგრირებულია eSchool-ის სისტემაში,“ - ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავი და საგულისხმოა ერთი გარემოება, რომ სკოლებს წიგნების ნახვა მხოლოდ ელექტრონული ფორმით შეუძლიათ (არცერთი წიგნი ჯერ დაბეჭდილი არ არის).

აღნიშნულთან დაკავშირებით, პედაგოგები სოციალური ქსელის მეშვეობით უკმაყოფილებას გამოხატავენ. ერთ-ერთი მასწავლებელი სოციალურ ქსელში ამ პროცესის არაორგანიზებულობაზე საუბრობს:

„ძალიან გაღიზიანებული ვარ სამინისტროს ქცევით. უპასუხისმგებლობაა ბავშვების მიმართაც, მასწავლებლების მიმართაც და გამომცემლობების მიმართაც.

არანაირად არ უზრუნველყვეს მასწავლებლები, რომ დამსხდარიყვნენ, ხელით შეხებოდნენ წიგნებს, გაეგოთ შინაარსი, შეეფასებინათ, გასჩენოდათ საკუთარი დამოკიდებულებები და შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება...

ინტერნეტში რომ რესურსები დევს, მე კი ვნახულობ და ბევრიც ჩემთან ერთად, მაგრამ ბევრი ვერც ნახულობს... იქნებ არ სჯერავს ეს სამინისტროს რომ საქართველოში ყველა მასწავლებელს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე...

არც ორგანიზებულად დაალაგეს ერთ ადგილას... დავდივარ გამომცემლობა-გამომცემლობა ვებგვერდებზე და ვნახულობ, ზოგს მიზიარებენ, ზოგს შემთხვევით ვაწყდები..

კიდევ ერთი, გრიფი ჯერ არ მიუნიჭებიათ და სასწრაფოდ არჩევანს სთხოვენ პრიორიტეტების მიხედვით დაალაგეთო - ჯერ მითხარი რა შეაფასე, როგორ შეაფასე... მერე მეც ვნახავ და ავირჩევ..

კიდევ ერთი - თურმე სულ რომ პირველ ადგილზე იყოს გასული წიგნი შეფასებისას თუ 5 000 ეგზემპლარის შეკვეთა არ შევიდა, არ დაბეჭდავენ...

ბოლო ჯამში მაინც ვერ დაამტკიცებენ რეიტინგულად დაწინაურებული ვინაა მოთხოვნებში>>> ასე რომ ბოლო სიტყვას მაინც სამინისტრო ამბობს..

მოკლედ, რა ხდება ამ დროს სკოლებში?! ბევრი „შეჩვეული ჭირის“ პრინციპით აირჩევს... ბევრი არც მიიღებს მონაწილეობას... და ბევრი სექტემბერში გაიგებს, რა სახელმძღვანელოთი მოუწევს სწავლება,“ - აღნიშნავს პედაგოგი.

რას ნიშნავს გრიფირებული სახელმძღვანელოები და რა უპირატესობა ენიჭება მას

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება