სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რას ნიშნავს გრიფირებული სახელმძღვანელოები და რა უპირატესობა ენიჭება მას
16-01-2017
-
+


გრიფირებული სახელმძღვანელო წარმოადგენს სასკოლო საგანმანათლებლო რესურსის ერთ-ერთ ნაირსახეობას, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალური წესით არჩევს და ანიჭებს განსაკუთრებულ სტატუსს - „გრიფს“. 

გრიფის მინიჭებით სახელმძღვანელო უპირატესობას იძენს ყველა დანარჩენ საგანმანათლებლო რესურსთან შედარებით და სწავლებისას  ძირითად და სავალდებულო რესურსად გამოიყენება. გამონაკლისი დაიშვება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მას შემდეგ, რაც 2011 წლის 11 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N36/ნ ბრძანებით დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმა (რომელიც ამჟამადაც მოქმედებაშია) 2011 და 2012 წლებში განხორციელდა I-XII კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირება.

გარდა ამისა, 2012-2013 წლებში გრიფი მიენიჭათ ზოგიერთ სავალდებულო („ქართული, როგორც მეორე ენა“ და „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“) და არჩევითი („შესავალი თანამედროვე ფიზიკაში“, „ეკონომიკა და სახელმწიფო“, „მსოფლიო კულტურა“) საგანების სახელმძღვანელოებს/სერიებს.

2012 წელს ბილინგვურად, სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა 2011 წელს გრიფმინიჭებული დაწყებითი სახელმძღვანელოები/სერიები, პრინციპით 1 საგანი - 1 სახელმძღვანელო/სერია.  

2013-2014 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ყველა საჯარო სკოლის, მათ შორის არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების და კერძო სკოლის ზოგიერთი კატეგორიის მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას.

ამჟამად დამტკიცებულია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა I-VI კლასებისათვის, რომელიც დაინერგება 2017-2018 სასწავლო წლიდან. მიმდინარეობს შესაბამისი სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების გამოცხადებისთვის მზადება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება