| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N13 სკოლის კურსდამთავრებულები - ელენე გიგანია და ანა ცაგარეუშვილი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული ბრწყინვალე წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.
დიპლომები ახალგაზრდებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.
ქართული ენა (არაქართულენოვანი სექტორებისათვის) გამარჯვებულია ელენე გიგანი, რომელსაც მეორე ხარისხის დიპლომი გადაეცა.
მესამე ხარისხის დიპლომით კი ანა ცაგარეიშვილი დაჯილდოვდა.
2025-2026 ეროვნულ სასწავლო ოლომპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონიალი საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა.
სკოლაში ახარებთ ახალგაზრდების წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„რაოდენ საამაყოა საქართველოს მაშტაბით 27 სკოლის 49 გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის ორი მოსწავლე ჩვენი სკოლის უკვე წარმატებული კურსდამთავრებულია
უდიდესი მადლობა მათ შეუდარებელ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაია ხასაიას, რომლის წილი ამ გამარჯვებაში უდიდესია.
წარმატებები ჩვენს საამაყო კურსდამთავრებულებს და უამრავი წარმატება მე-13 საჯარო სკოლის მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება