| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, პატარა ონის საჯარო სკოლაში, სადაც ამჟამად სულ ოთხი მოსწავლე სწავლობს, სასწავლო პროცესი განსაკუთრებული სითბოთი და პასუხისმგებლობით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კლასიდან გამომიდნარე, სასკოლო ფორმის ჩაცმა არც ერთ მათგანს არ ეკუთვნის, სკოლის დირექტორი, გია რამინაშვილი აღნიშნულ ინიციატივას აფასებს და აღნიშნავს, რომ ზოგადად, უნიფორმა მოსწავლეებში სკოლისადმი კუთვნილების განცდას აძლიერებს.
ბატონი გიას თქმით, ერთიანი სასკოლო ფორმა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშებმა თავი სრულფასოვანი, დიდი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად იგრძნონ.
„როდესაც ფორმას იცვამენ, იღვიძებს მოსწავლის სტატუსისადმი პატივისცემა და აკადემიური პასუხისმგებლობა... ფორმის ჩაცმა ბავშვისთვის ერთგვარი რიტუალია, რომელიც მას ყოველდღიურად ამზადებს სწავლისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, კლასში ოცი ბავშვი ზის თუ ერთი, თითოეულ მათგანს სჭირდება იმის შეგრძნება, რომ მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს“, - განმარტავს დირექტორი.
გარდა ამისა, ბატონი გია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ფორმა პატარა სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის ერთგვარ იდენტობად და სიამაყის საგნად იქცევა ხოლმე:
„ერთიანი სამოსი მათ აერთიანებს... ეს ხელს უწყობს ერთმანეთისადმი მხარდაჭერას, მეგობრობის გაღრმავებასა და გუნდურობის პრინციპების ჩამოყალიბებას, რაც ასე აუცილებელია ჩვენი ბავშვების სოციალიზაციისთვის“, - დასძენს პატარა ონის სკოლის დირექტორი და დარწმუნებულია, რომ მაღალი სასკოლო კულტურა სწორედ ასეთი მიდგომებით იქმნება, - „თითოეული ბავშვი იმსახურებს საუკეთესო სასწავლო სტანდარტებსა და გამორჩეულ გარემოს“.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება