| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის უცხო ენისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების ურთიერთთანამშრომლობით, საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით, თემაზე - „ჩვენ და ევროპა“ საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის ძირითადი მიზანი იყო: მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების გამოვლენა და ისტორიის ცოდნა, პარალელურად კი უცხოური ენის გამოყენება პრაქტიკული კომუნიკაციისთვის.
ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რატომაა საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი, ასევე ისაუბრა ისტორიულ და კულტურულ საკითხებზე.
უცხო ენის მასწავლებლები კი მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებსა და „ისტორიულ ხიდებზე“ (სულხან საბას მოგზაურობა) მოუყვნენ. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები, პოსტერები და ნამუშევრების მთავარი აზრი და მნიშვნელობა უცხოურ ენაზე მოკლე განმარტებით ახსნეს.
სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ორივე კათედრის წევრებს - შორენა სიხარულიძეს, მარინა რუსიეშვილს, ლედი ინწკირველს, რუსუდან აბაშიძეს, ნარგიზ ქორიძეს, თინა ასათიანს, მანანა კიკაბიძეს, საინტერესო, შემეცნებით აქტივობაში, აქტიური ჩართულობისათვის და მადლობის სიგელები გადასცა ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - თინა ასათიას და ინგლისური ენის მასწავლებელ ლედი ინწკირველს. დაიგეგმა მომავალი აქტივობა სხვა კათედრებთან ურთიერთთანამშრომლობის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რატომაა საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი
ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ და ამაგდარი მასწავლებლის კოლეგებმა აღნიშნეს პატიკო ქარდავას მრავალწლიანი ღვაწლი
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება