| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის lllგ კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნების გაკვეთილები შემეცნებითი და ესთეტიკური გამოცდილების მიღების საინტერესო შესაძლებლობაა. საგანს მოსწავლეებს ნათია ღაღაიშვილი ასწავლის.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „საკლასო ოთახიდან მუზეუმამდე“ მიმავალი გაკვეთილები კი ხელს უწყობს მოსწავლეებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას, მხატვრული აზროვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებას.
სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ, გაეცნონ ხელოვნების ნიმუშებს და უკეთ შეიგრძნონ მათი ისტორიული, ესთეტიკური და კულტურული ღირებულება. მუზეუმი ხომ სივრცეა, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ხვდება, ხელოვნების თითოეული ნიმუში კი საკუთარ ისტორიას გვიყვება. სწორედ ასეთი გამოცდილება აღრმავებს მოსწავლეთა ცოდნას, აფართოებს მათ თვალსაწიერს და უვითარებს მშვენიერების აღქმისა და დაფასების უნარს.
”საკლასო ოთახიდან მუზეუმამდე“ - გზა ცოდნიდან აღმოჩენამდე, თეორიიდან ცოცხალ შთაბეჭდილებამდე და ხელოვნების სამყაროს უფრო ღრმა შეცნობამდე“,- აღნიშნავენ სკოლაში და გვიზიარებენ ფრაგმენტებს lllგ კლასის მოსწავლეთა ესთეტიკური და საგანმანათლებლო მოგზაურობიდან.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
ეპიდემიოლოგი სიმპტომებზე საუბრობს
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები
ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ და ამაგდარი მასწავლებლის კოლეგებმა აღნიშნეს პატიკო ქარდავას მრავალწლიანი ღვაწლი