სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი სპარტაკ გვარმიანი განათლების სისტემაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
13-10-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორის სპარტაკ გვარმიანი განათლების სისტემაში შეტანილი წვლილი აღინიშნა. 

დირექტორს მადლობის სიგელი საზეიმოდ გადაეცა. 

მესტიის მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიალი 10 ოქტომბერს,   გაიმართა. პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მასწავლებლებს მრავალწლიანი, ნაყოფიერი საქმიანობისა და განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 

დაჯილდოების ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების სახელით პედაგოგებს მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სკოლაში ახარებთ დირექტორის შრომისა და ღვაწლის დაფასება და მას კიდევ მრავალი ღირსეული და განათლებული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ღირსეულ, თავმდაბალ და მზრუნველ დირექტორს, რომელიც არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ ადამიანური დამოკიდებულებითაც გვაძლევს მაგალითს. მისი ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნამდვილი ხელმძღვანელობა ადამიანების პატივისცემასა და მათი ღირებულებების დაფასებას გულისხმობს. ვულოცავთ, დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას!

სპარტაკ გვარმიანი, მართლაც, ღირსეული კაცი, უანგარო, თავმდაბალი, ნამდვილი პატრიოტი. მახსოვს, როგორ სთხოვდნენ ქალაქად დარჩენას, ასპირანტობას და მან ყველა შემოთავაზებაზე უარი თქვა, რათა მშობლიურ სოფელს დაბრუნებოდა. ათწლეულებია, ნაკრის სკოლაშია და ყველაზე კეთილშობილ საქმეს ემსახურება - მოწაფეებს განათლებას აძლევს და ადამიანობას ასწავლის. საუკეთესო ოჯახი აქვს, მადლიანი დედ-მამიშვილია, შესანიშნავი ცოლ-შვილით ბედნიერი. არ გამიბრაზდე, ჩემო საყვარელო ძმაო, ამ წერილისათვის. შენნაირ ადამიანებს ბევრნი უნდა იცნობდნენ. მადლობა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას, მესტიის რესურსცენტრს. მადლობა ჩემს ლევან კიკვიძესა და მარიამ ჯაფარიძეს.

მიხარია, რომ ღონისძიებას ასევე ჩემიანი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი ესწრებოდა. მან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისგან მადლობის სიგელები გადასცა პედაგოგებს. ვულოცავ ყველას!“,- გვეუბნება სკოლის წარმომადგენელი. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი საქმიანობის, პროფესიული ღვაწლისა და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება