| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანია შეფასების ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც მოსწავლის რეალურ ცოდნას, ყოველდღიურ შრომასა და კრეატიულ პოტენციალს ობიექტურად ასახავს. რამდენად მისცემს ამის საშუალებას მშობელსაც და მასწავლებელსაც დღეს საჯარო სკოლებში მოქმედი მიდგომა - დრო გვიჩვენებს, თუმცა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები სამი ძირითადი კომპონენტით შეფასდებიან:
მიმდინარე საშინაო დავალება;
მიმდინარე საკლასო დავალება;
შემაჯამებელი დავალება;
სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა ექნება, თუმცა საინტერესოა, რა მოლოდინი აქვთ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს და რეალურად როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი პრაქტიკაში?
აღნიშნულ კითხვებზე პასუხის მისაღებად etaloni.ge ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გორისციხის საჯარო სკოლის ხელმძღვანელს, ხათუნა ქუქიშვილს დაუკავშირდა.
ქალბატონმა ხათუნამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგადად, შეფასების სისტემა პირველ რიგში მოსწავლის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს და არა მის დასჯას ან დაშინება:
„სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მასწავლებელი მეგზურია და არა მკაცრი შემფასებელი. კომპონენტების თანაბარწონიანობა სწორედ ამ იდეას აძლიერებს. ბავშვმა იცის, რომ მისი ყოველი პატარა მცდელობა კლასში თუ სახლში ფასდება და მნიშვნელოვანია. ეს ხსნის იმ დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს, რასაც ადრე მხოლოდ „საკონტროლო წერები“ იწვევდა. ჩვენი მიზანია, მოსწავლემ დაინახოს საკუთარი პროგრესი და არა უბრალოდ ციფრები ჟურნალში“.
გორისციხის სკოლის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ შეფასების ეს მოდელი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს:
„როდესაც შეფასება კომპლექსურია, პედაგოგს ეძლევა საშუალება, ინდივიდუალურად დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებსაც, მაგალითად, ტესტები სტრესავს, მაგრამ ბრწყინვალედ ასრულებენ პრაქტიკულ, შემოქმედებით საშინაო პროექტებს...“ - დასძენს ქალბატონი ხათუნა და დარწმუნებულია, რომ მოსწავლეთა შეფასების სემესტრული მოდელი დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს
„სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მასწავლებელი მეგზურია და არა მკაცრი შემფასებელი“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა