| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა სრულიად ეტაპზე გადადის - ცვლილება, რომელიც მშობლებისთვის შვილების დავალებებზე, შეფასებებსა და სასწავლო პროგრესზე წვდომას გულისხმობს, საზოგადოებასა და საგანმანათლებლო წრეებში დიდ მხარდაჭერას იმსახურებს.
სპეციალისტებისა და სკოლის ხელმძღვანელობის შეფასებით, ეს არის წინგადადგმული და უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ძირეულად შეცვლის მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის თანამშრომლობის ხარისხს.
რატომ არის ეს აუცილებელი? - აზა ადამიას სახელობის, მარტვილის N2 საჯარო სკოლა მამუკა თვალაძე სრულად იზიარებს და მიესალმება ამ ინიციატივას. მისი განცხადებით, განათლების ხარისხის ამაღლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მშობელს ჰქონდეს მყისიერი და დეტალური უკუკავშირი:
„სწავლის პროცესში უკუკავშირი მნიშვნელოვანია - თუ მშობელმა მხოლოდ სემესტრის ბოლოს გაიგო, რომ ბავშვს რომელიმე საგანში უჭირდა, სასურველ შედეგზე გასვლა გაგვიჭირდება. მასწავლებლიც იგებს, თუ რა კომპონენტში სჭირდება მოსწავლეს დამატებითი მუშაობა და სად აქვს წინსვლა. როდესაც წინასწარ დასახულ სასკოლო მიზნებს ასეთი მჭიდრო, ყოველდღიური კომუნიკაცია ემატება, მოსწავლის წარმატება გარანტირებულია.
...როდესაც მშობელს აქვს მუდმივი წვდომა ბავშვის ყოველდღიურ დავალებებსა და მიმდინარე შეფასებებზე, სასწავლო პროცესი ხდება ბევრად უფრო გამჭვირვალე და ეფექტური. სკოლა და ოჯახი ერთ გუნდად უნდა მუშაობდეს, ეს ინიციატივა კი სწორედ ამ ერთიანობას აძლიერებს“, - აღნიშნავს დირექტორი.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
„ვუსურვებთ, მისი პირველი ნერგივით ლამაზი, მწვანე და ნაყოფიერი იყოს სკოლაში გატარებული თითოეული წელი!“
„ჩვენი პატარები ისედაც გამორჩეულები არიან, მაგრამ ამ ფორმებში კიდევ უფრო ელეგანტურები და სკოლის ნამდვილი პატარა გუნდის წევრები ჩანან“
ბავშვები ნერგებს თავადვე მოუვლიან, გაზრდა-გახარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი